COSERE | 27 მოდული B კოლეგიალური მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები მოდულის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიალური მხარდაჭერის ფორმების ეფექტური სისტემის (კოლეგაზე დაკვირვება, თანამშრომლობითი პრაქტიკა, მხარდაჭერის ძირითადი უნარები და ა.შ.) დანერგვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარჩვევების ათვისება. მოდული, თანამშრომლობის წახალისების საფუძველზე, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში, სასწავლო პროცესების ეფექტიანობას გააუმჯობესებს. გარდა ამისა, მოდული მონაწილეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ზუსტად ის ცოდნა და უნარები, რომლებიც სკოლის პერსონალს ემოციების მართვაში დაეხმარება. სწავლის შედეგები: მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • გაეცნონ კოლეგებზე დაკვირვების მეთოდებსა და ფორმებს, მიღებული ცოდნა კი პრაქტიკაში გამოიყენონ; • გააცნობიერონ და პრაქტიკაში დანერგონ გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვისთვის საჭირო ძირითადი პრინციპები; • დაამყარონ პოზიტიური ურთიერთობები კოლეგებთან, დაეუფლონ აქტიური მოსმენისა და კონფლიქტების მართვის უნარებს; • დაეხმარონ კოლეგებს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში და შეამცირონ პროფესიული გადაწვის რისკები. სამიზნე ჯგუფები სკოლის ხელმძღვანელი და მმართველი გუნდები (სკოლის დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები, დამხმარე პერსონალი, კონსულტანტები და კარიერული მრჩევლები). შესავალი მოკლე მიმოხილვა მოდული შედგება 3 უნითისგან. პირველ უნითში შემოგთავაზებთ დისკუსიას კოლეგიალური მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ პროფესიულ განვითარებაში, მეორე უნითში ყურადღებას გავამახვილებთ ლიდერის ძირითად კომპეტენციებზე, რომელთა განვითარებაც აუცილებელია კოლეგიალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მესამე უნითში კი, დავადგენთ პერსონალის კეთილდღეობის ხელშემწყობ ასპექტებს. მოკლე თეორიულ ნაწილს მოსდევს სავარჯიშოები და შემაჯამებელი ტესტი. პირველი უნითის ხანგრძლივობაა 590 წუთი, მეორე უნითის - 300 წუთი, მესამე უნითის კი 90 წუთი. მოდულში წარმოდგენილი სასწავლო რესურსები უკავშირდება ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე მოცემულ აქტივობებს და ხელმისაწვდომია როგორც ტრენერებისთვის, ასევე მსმენელთათვის.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=