COSERE_WP4_Handbook_KA

28 | COSERE უნითი 1. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სკოლის ბაზაზე სწავლის შედეგები: უნითის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ: • გააცნობიერონ, რომ პედაგოგიური პროცესის მიმდინარეობისას კოლეგებზე დაკვირვება მასწავლებელთა პროფესიული თანამშრომლობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ვინაიდან ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას და აუმჯობესებს სწავლასწავლებას. • გაეცნონ გაკვეთილზე დაკვირვების მიზნებსა და დაკვირვების წარმართვის საკვანძო პრინციპებს. • გააცნობიერონ გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვის ზეგავლენა მოსწავლეთა ჩართულობასა და მოსწრებაზე. • გამოიყენონ დაგეგმვის სტრატეგიები გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვის მხარდასაჭერად. • შეიმუშაონ სტრატეგიები ერთობლივი დაგეგმვისას წამოჭრილი საერთო გამოწვევების დასაძლევად.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=