COSERE | 29 1.1. კოლეგიალობა და მისი მნიშვნელობა კოლეგიალობა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და პროფესიული ქცევის კოდექსში. პედაგოგებს შორის კოლეგიალობა გულისხმობს თანამშრომლობისთვის მუდმივ მზადყოფნას, პედაგოგიური გამოცდილების უანგარო და ღია გაცვლას, ინფორმაციის გაზიარებას, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ათვისებას. ეს კი, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა როგორც საკუთარი, ისე კოლეგების პროფესიული განვითარებისათვის, რაც სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების გარანტიაა. საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად და მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, აუცილებელია პედაგოგებს ჰქონდეთ მზაობა მიიღონ და გაიზიარონ კონსტრუქციული კრიტიკა, მათ შორის დელიკატური უკუკავშირი კოლეგებისგან. ეს მიდგომა შეცდომების გაანალიზებისა და სამომავლოდ მათი დაშვების პრევენციის შესაძლებლობაა. ზემოაღნიშნულიპრინციპიაისახადასავლურსაგანმანათლებლოსისტემაშიმასწავლებელთა თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიაში, სახელწოდებით „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი. ეს უკანასკნელი გულისხმობს პედაგოგის მიერ კოლეგაზე დაკვირვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. გაკვეთილზე დაკვირვება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც პედაგოგიური პრაქტიკის მიღების ყველაზე ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრცელებული მეთოდი. 1.2. როგორ ხორციელდება კოლეგაზე დაკვირვება? In the model of mutual observation, five methods of observation are distinguished, which, in turn, are divided into three stages: • დაკვირვებისწინა შეხვედრა: მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც უნდა მოხდეს დაკვირვება, კოლეგას აცნობს გაკვეთილის გეგმას, ატყობინებს თუ რა სახის დახმარება შესაძლოა დასჭირდეს და ერთობლივად აყალიბებენ/არჩევენ შეფასების რუბრიკას/კრიტერიუმებს. • გაკვეთილზე დასწრება: ეს ეტაპი გულისხმობს მთელი საგაკვეთილო პროცესის ან მის ცალკეულ კომპონენტებზე დაკვირვებას, რასაც კვალდაკვალ მოჰყვება შედეგების დეტალური აღწერა. • გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა: აღნიშნული ეტაპი მოიცავს დაკვირვების შედეგების ანალიზს, შეფასებას, გაკვეთილის გეგმასა თუ მის წარმართვაში კორექტივების შეტანას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვებისწინა შეხვედრის დროს, მასპინძელი მასწავლებელი და დამკვირვებელი კოლეგა ერთად მუშაობენ გაკვეთილის მიზნების განსასაზღვრად; ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება დამკვირვებელმა მასწავლებელმა დაკვირვების დროს. დაკვირვების ფოკუსი შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც მასპინძელი, ისე დამკვირვებელი მასწავლებლის პროფესიული საჭიროებებიდან გამომდინარე. შეიძლება მოიცავდეს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: დიფერენცირებული სწავლება და ჯგუფური მუშაობა, უმაღლესი დონის სააზროვნო
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=