COSERE_WP4_Handbook_KA

30 | COSERE უნარების გამოყენება, კონსტრუქტივისტული სწავლების ასპექტები, მოსწავლეთა ჩართულობა, დისციპლინის მართვა, წერის უნარების სწავლების მეთოდიკა, წაკითხულის გააზრებაზე ორიენტირებული მიდგომები და სხვა. ალტერნატივის სახით, მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ გაკვეთილის ზოგად მიმდინარეობაზე დაკვირვება. დაკვირვების მიზნებიდან გამომდინარე, მასწავლებლები უნდა შეთანხმდნენ იმ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომლის მიღებაც გაკვეთილზე დასწრების მიზანი იქნება. მაგალითად, თუკი მიზანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდზე დაკვირვებაა, დამკვირვებელმა მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე: რაში მდგომარეობს მასწავლებლის მიზნები მოსწავლეთა თითოეული ჯგუფის მიმართ? როგორ აჯგუფებს პედაგოგი მოსწავლეებს? განსხვავებულია თუ არა სხვადასხვა ჯგუფისთვის მიწოდებული სასწავლო რესურსები? რა დავალებები ეძლევა თითოეულ ჯგუფს? როგორ თანამშრომლობს მასწავლებელი მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფთან? როგორ ეხმარება მასწავლებელი აკადემიური სირთულეების მქონე მოსწავლეებს? რამდენად ჩართულნი არიან გაკვეთილში განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები? და ა.შ. ზოგადი დაკვირვების დროს, დამკვირვებელმა მასწავლებელმა შესაძლოა ყურადღება გაამახვილოს შემდეგ საკვანძო ასპექტებზე: მოსწავლეთა ჩართულობა: რა სახის აქტივობებში მონაწილეობენ მოსწავლეები გაკვეთილზე? ინტერესით მუშაობენ თუ არა მოსწავლეები დავალებებზე? არის თუ არა უზრუნველყოფილი ყველა მოსწავლის თანაბარი ჩართულობა? არის თუ არა გაკვეთილზე ისეთი მოსწავლე, რომელიც არ არის აქტიურად ჩართული აქტივობებში? უთმობს თუ არა მასწავლებელი საკმარის დროს თითოეულ მოსწავლეს? სწავლება და შეფასება: აცნობიერებს თუ არა მასწავლებელი მკაფიოდ გაკვეთილის მიზანსა და მის კავშირს სწავლის შედეგებთან? შეესაბამება თუ არა აქტივობები გაკვეთილის მიზნებს? ითვალისწინებს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეების საჭიროებებსა და მზაობას? როგორ ზომავს მასწავლებელი მოსწავლეების მიერ მასალის გააზრებას? უწყობს თუ არა მასწავლებელი ხელს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას? საგაკვეთილო პროცესის მართვა: შეესაბამება თუ არა საკლასო გარემო სასწავლო მიზნებს? განსაზღვრეს თუ არა მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ქცევის შეთანხმებული წესები? იცავენ თუ არა მოსწავლეები აღნიშნულ წესებს? რა ზომებს იღებს მასწავლებელი წესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად? როგორ რეაგირებს მასწავლებელი ყოფაქცევის წესების დარღვევაზე? უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო: ეპყრობათუარაპედაგოგიმოსწავლეებსპატივისცემით? როგორი დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს ერთმანეთთან? რა მოლოდინები აქვს მასწავლებელს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან და ყოფაქცევასთან დაკავშირებით? თანმიმდევრულია თუ არა მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი? გრძნობენ თუ არა მოსწავლეები თავს კომფორტულად საკუთარი აზრის გამოხატვისას?

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=