46 | COSERE • ერთობლივი დაგეგმვის ეტაპები: ერთობლივი დაგეგმვის პროცესის დეტალური აღწერა: ამერიკის მათემატიკის მასწავლებელთა ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა დამხმარე სახელმძღვანელო სახელწოდებით „გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა: წარმატებული გაკვეთილის გასაღები“, განათლების იმ პროფესიონალთათვის, რომლებსაც სურთ გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვის პრაქტიკაში გამოყენება. ქვემოთ მოცემულია სამი რჩევა აღნიშნული პროცესის დასაწყებად: „1. შეარჩიეთ პარტნიორი ან პარტნიორები (არაუმეტეს 3-4 ადამიანისა), რომლებიც იმავე საფეხურს ან საგანს ასწავლიან და რომელთანაც შემდგომში ითანამშრომლებთ. 2. განსაზღვრეთ, თუ რა გსურთ მოსწავლეებმა ისწავლონ (და არა უბრალოდ რაღაც გააკეთონ) იმ გაკვეთილზე, რომლის დაგეგმვასაც აპირებთ. 3. აირჩიეთ ამოცანა, რომელიც [თქვენს] მიზანს(ებს) შეესაბამება“.(NCTM, 2024) თქვენ მიერ შერჩეულ მოტივირებულ მასწავლებელთან ერთად, რომლებიც იმავე საფეხურსა და საგანს ასწავლიან, ასევე გაკვეთილ(ებ)ის მიზნებითა და დავალებ(ებ)ით აღჭურვილებმა, დროა იდეები ფურცელზე გადაიტანოთ. ქვემოთ მოცემულია შაბლონი, რომელიც შეგიძლიათ პრაქტიკაში გამოიყენოთ:
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=