COSERE_WP4_Handbook_KA

48 | COSERE გაკვეთილის ლოჯისტიკის ფიზიკური გამოსახვა უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია, რომელზედაც შეგიძლიათ შემდგომში იდეები დააშენოთ. ახლა კი, დამატებითი დისკუსიის დროა. • რა სახის სირთულეები შეიძლება წარმოიშვას გაკვეთილზე? • რა ტიპის გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას გაკვეთილის შინაარსიდან გამომდინარე? • ჩატარებული აქვს თუ არა რომელიმე პედაგოგს ეს კონკრეტული გაკვეთილი ან მსგავსი რამ წარსულში? • რას შეცვლიდნენ ისინი ამჯერად? დაუსვით ჯგუფს ეს და ნებისმიერი სხვა შეკითხვა, რომელსაც მოიფიქრებთ, რათა უკეთესად შეძლოთ გაკვეთილის აღქმის „დეტალიზაცია“. ამგვარი მოსამზადებელი სამუშაო განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც საქმე მასალის რეალურ მიწოდებას შეეხება. • რესურსების გაზიარება: კოლექტიური ცოდნისა და რესურსების ეფექტური გაზიარება. რა თქმა უნდა, გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, როგორც უკვე აღინიშნა, არის შესაძლებლობა, მონაწილეებმა ისწავლონ ერთმანეთისგან. პროცესის მეშვეობით, კოლექტიური სიბრძნე, გამდიდრებული მრავალწლიანი გამოცდილებით, გადაეცემა სხვა ადამიანებს, ხოლო ამ უკანასკნელთ, თავის მხრივ, შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ცნობიერების გაუმჯობესება. ეს არსებითად „პეპლის ეფექტის“ პრინციპს ქმნის და შეუძლია სწავლების სტანდარტები შედარებით სწრაფად და მოკლე ხანში გააუმჯობესოს. „სხვა ადამიანების გამოცდილების გამოყენება აუმჯობესებს ჩვენს წინსვლას წარმატებისკენ. ნულიდან დაწყების ნაცვლად, შეგვიძლია მოვიძიოთ უკვე არსებული გადაწყვეტები და შევცვალოთ ისინი ჩვენი უნიკალური გარემოებების შესაფერისად. აღნიშნული მეთოდი გამორიცხავს „ცდისა და შეცდომების“ ფაზას და ამცირებს პოზიტიური შედეგების მისაღწევად საჭირო დროის ხანგრძლივობას“ (Morales, 2023). მაგრამ როგორ გავზარდოთ პროცესის ეფექტურობა? პასუხი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით მარტივი, პრაქტიკული და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადათარგმნილი. ტექნოლოგიების შეღწევას განათლების სფეროში არაერთგვაროვანი გამოხმაურება და საგრძნობი ვნებათაღელვა მოჰყვა გარკვეულ სექტორებში. თუმცა, უდავოა, რომ ზოგიერთი ინოვაცია გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა თანამშრომლობითი პროცესებისთვის და რაც მთავარია, ეს ინოვაციები (ან უფრო ახალი, ეკვივალენტური სერვისები, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ შეიქმნას) ნაკლებ სავარაუდოა, მალე სადმე გაუჩინარდეს. არომი და სხვები, LinkedIn Learning-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გვირჩევენ გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, როგორებიცაა Google Drive, Dropbox ან OneDrive დოკუმენტების ონლაინ სივრცეში შესანახად და გასაზიარებლად. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელსაწყოები, მათ შორის Padlet, Jamboard ან Miro ინტერაქტიური დაფის შესაქმნელად, სადაც [ჩვენ] შევძლებთ კომენტარების, სურათების, ბმულების ან ვიდეოების დამატებას. თანამშრომლობითი ინსტრუმენტების დახმარებით, შესაძლებელია [ჩვენი] რესურსებისა და იდეების ორგანიზება, სხვა ადამიანებისგან უკუკავშირისა და წინადადებების მიღება“ (Arome et. al, 2023).

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=