COSERE | 49 ჩვენ გვჯერა, რომ ციფრული ინსტრუმენტები, მათ შორის ზემოხსენებული პლატფორმები, რესურსების ეფექტური გაზიარებისა და გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვის საშუალებაა. გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგები გადატვირთულნი არიან და ფიქსირებული განრიგით მუშაობა ევალებათ, შესაძლოა გართულდეს 3-4 კოლეგისგან შემდგარი გუნდის რეგულარული და საიმედო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ისეთი პლატფორმების გამოყენება, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება ნებისმიერი ლოკაციიდან საკუთარი წვლილის შეტანა მისთვის კომფორტულ დროს, აშკარად ძალიან მომგებიანია. • პრაქტიკული დაგეგმვის სესია: ახლა კი, როდესაც უკვე გაეცანით საუკეთესო პრაქტიკულ რჩევებსა და ხრიკებს, შემოიკრიბეთ 1-4 კოლეგა, ვისთან ერთადაც პრაქტიკაში მოსინჯავთ გაკვეთილის ერთობლივ დაგეგმვას. გამოიყენეთ ზემოთ მოცემულიშაბლონიდანებისმიერიპლატფორმა(გააფართოვეთანდაარედაქტირეთ, სურვილისამებრ), რათა: 1) მოამზადოთ ერთი გაკვეთილის ყოვლისმომცველი გეგმა ერთი რომელიმე კლასისთვის; 2) შექმნათ თანამშრომლობითი რესურსების „ნაკრები“, რომელიც დაგეხმარებათ გაცვალოთ იდეები და მუდმივად ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს. • რეფლექსია და უკუკავშირი: ჯგუფურად მოახდინეთ რეფლექსია ერთობლივი დაგეგმვის გამოცდილებასთან დაკავშირებით. მიაწოდეთ და მიიღეთ უკუკავშირი პროცესის ეფექტურობის შესახებ.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=