COSERE_WP4_Handbook_KA

50 | COSERE 1.7. თანამშრომლობითი პრაქტიკები – ინტერდისციპლინური თანამშრომლობა. კონსტრუქტივიზმი ეყრდნობა იდეას, რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარ ცოდნას თვითონ აკონსტრუირებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემდეგ კი ამ ცოდნას ადარებს საკუთარი მენტალური მოდელის მიხედვით შექმნილ რეალობას, რომელზეც გავლენას წინარე ცოდნა და გამოცდილება ახდენს. ემპირიული სწავლება რეალურად ემყარება იდეას, რომ ცოდნის წინაპირობა არის გამოცდილება, მაშ, რით განსხვავდება ის კონსტრუქტივიზმისგან? მიუხედავად იმისა, რომ ემპირიული სწავლება ასევე ეფუძნება გამოცდილების პირდაპირ მიღებას სასწავლო პროცესში, მაინც ნაკლებად არის აქცენტირებული ცოდნის პერსონალურ კონსტრუირებაში ცნობიერი მონაწილეობა, როგორც ეს კონსტრუქტივიზმის შემთხვევაშია. ემპირიული სწავლება ნაკლებადაა ფოკუსირებული გამოცდილების ცალკეული მაგალითების ცოდნად გარდაქმნაზე, უფრო მეტად კი ევოლუციის უწყვეტ პროცესზე, რომელიც რეფლექსიისა და აქტიური ექსპერიმენტირების მეშვეობით ხორციელდება. მოკლედ, „ემპირიული სწავლება კონსტრუქტივისტული სწავლების თეორიაა და განიმარტება როგორც „სწავლა კეთებით“. მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, ხოლო ცოდნას კვლევის, რეფლექსიის, ანალიზისა და სინთეზის უწყვეტი ციკლის მეშვეობით იძენს“ (Bartle, 2015). იცით თუ არა, რა კავშირშია აღნიშნული პედაგოგიური თეორია ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასთან?

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=