COSERE | 51 კონკრეტულად რას გულისხმობს ინტერდისციპლინური თანამშრომლობა? „ინტერდისციპლინური სწავლებისას მოსწავლეები იყენებენ ორ ან მეტ დისციპლინას, რათა გაიუმჯობესონ ცოდნა კონკრეტული საკითხისა თუ პრობლემის შესახებ, რომელიც ერთი კონკრეტული დისციპლინის ფარგლებს სცილდება. მოსწავლეები ორ ან მეტ დისციპლინაზე დაყრდნობით აგროვებენ და ქმნიან ინფორმაციას, კონცეფციებს, მეთოდებსა და პროცედურებს, ახალი ცოდნის, აღქმისა და უნარების ასათვისებლად, პრობლემის აღსაწერად ან გადასაჭრელად“ (Graham et. al, 2023). შესაბამისად, ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ინტერდისციპლინური თანამშრომლობა ორი ან მეტი განსხვავებული დისციპლინის სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევაა პროფესიულ პრაქტიკაში. მანიფესტაციის მახასიათებლები, თანამშრომლობითი ძალისხმევის ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა, უფრო ხშირად, საბოლოო მიზანი სწორედ ისაა, რასაც გრეჰემი აღწერს; გაუმჯობესებული სასწავლო გამოცდილება და მოსწავლეთა უკეთესი შედეგები. ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას ბევრი საერთო აქვს კონსტრუქტივისტულ და ემპირიულ სწავლებასთან, ვინაიდან საჭიროებს ახალი ცოდნის კონსტრუირებას როგორც პროცესში ჩართული მასწავლებლების, ისე მოსწავლეების მხრიდან, რაც მათი თანამშრომლობის შედეგად მიიღწევა. მაგალითად, კონსტრუქტივიზმის შემთხვევაში, პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც ერთი დისციპლინის ტრადიციული საზღვრების გარდა, სხვა დისციპლინის ინტეგრირებასაც ახდენენ, დიდი ალბათობით ახლად მიღებულ ცოდნას უკვე ინტერნალიზებულ ცოდნას დაუკავშირებენ და შეადარებენ; შედეგად კი ახალ ცოდნას ჩამოიყალიბებენ. გარდა ამისა, ახალ მეორეულ ან მესამეულ დისციპლინასთან მუდმივი ინტერაქციის გამოცდილება უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესია, ანუ აქტიური ექსპერიმენტირებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის არსებითად ექსპერიმენტული პროცესი. შესაბამისად, მოცემული თეორია ნამდვილად აქტუალურია. მაგრამ რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა? ინტერდისციპლინური თანამშრომლობის უპირატესობა: მისი ზეგავლენის გაცნობიერება მოსწავლის სწავლის პროცესზე. ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ზოგადი დაკვირვება მდგომარეობს იმაში, რომ „შესაძლოა დისციპლინები იყვნენ საკუთარ თავზე ორიენტირებულნი და ვერ ეხმიანებოდნენ ახალ და აქტუალურ პრობლემებს, მაშინ, როცა ახალი იდეები და მიღწევები სულ უფრო ხშირად ინტერდისციპლინურ მიმართულებებში ფიქსირდება“ (Graham et. al, 2023). პრობლემა, რომელთა წინაშეც განათლება ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე, არის იზოლაცია. სკოლაში მოქმედი ბიზნესის კათედრა შესაძლოა ვერ გრძნობდეს კავშირს, მაგალითად, ისტორიის კათედრასთან, გარდა იმისა, რომ ორივე ერთი და იმავე დაწესებულებაში თანაარსებობენ. ამ ორი, თითქოს ერთი შეხედვით არადაკავშირებული დისციპლინების პედაგოგებს შორის ინტერდისციპლინური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელია ერთობლივი გაკვეთილების შემუშავება, მაგალითად იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა თანამედროვე ეკონომიკური სისტემა და რა აკავშირებს მას სხვადასხვა ისტორიულ მოდელთან, მაგალითად, მერკანტილიზმთან (ეს ერთი სავარაუდო მაგალითია). ასეთი გაკვეთილი სასარგებლოა ორივე დისციპლინის მოსწავლეებისათვის; საშუალებას აძლევს ბიზნესის მოსწავლეებს დაინახონ, რომ არსებობს ისტორიული პრეცედენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია თანამედროვე
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=