COSERE_WP4_Handbook_KA

52 | COSERE ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზების მოფიქრება, ხოლო ისტორიის მოსწავლეები ხედავენ, თუ რაოდენ ბევრი თემა, რომლებსაც ისტორიის კურსის ფარგლებში სწავლობენ, არ კარგავს აქტუალურობას თანამედროვე ცხოვრებაშიც. თემისა და დისციპლინისგან დამოუკიდებლად, რომელიმე საკითხის რელევანტურობის სხვა დისციპლინაში აღმოჩენის გამოცდილება ყოველთვის სასარგებლოა და მოსწავლეთა უფრო მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. გრეჰემი და სხვები თავიანთ საინტერესო სტატიაში ინტერდისციპლინარული სწავლების (IDL) შესახებ, ასახელებენ ინტერდისციპლინარული სწავლების ყველაზე გავრცელებულ მაგალითებს, რომლებიც ამჟამად ფართოდ გამოიყენება განათლების სფეროში; კერძოდ, „სასკოლო ცხრილით გაწერილი ინტერდისციპლინარული სწავლება, რაც გულისხმობს მასშტაბურ ღონისძიებებს დიდი ჯგუფებისთვის (მაგ. აკადემიური წლის ყველა ჯგუფისთვის) და კლასზე მორგებული ინტერდისციპლინარული სწავლება, როდესაც გარკვეული დრო ეთმობა რამდენიმე დისციპლინას, რათა მოსწავლეებმა ინტერდისციპლინარულ პროექტებზე იმუშაონ სასკოლო ცხრილის ფარგლებში“ (Graham et. al, 2023). სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „ინტერდისციპლინარულ სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პოტენციალი გააჩნია არადაინტერესებული და არასახარბიელო მოსწრების მქონე მოსწავლეების ჩართულობის მხრივ. ინტერდისციპლინარული პროექტების მეშვეობით კავშირების დამყარება დამსაქმებლებსა და ადგილობრივ თემთან ხელს უწყობს ამგვარი მოსწავლეების წარმატებით გადამზადებასა და შემდგომ დასაქმებას“ (Graham et. al, 2023). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს, განათლების სექტორში ინტერდისციპლინარული საგანმანათლებლო აქტივობების მასშტაბი, ზემოთ ხსენებული ექსპერტების თვალსაზრისით, საკმარისად ფართო არ არის. ამიტომ, აუცილებელია, რომ ცნება „ინტერდისციპლინური“ გასცდეს სასკოლო გარემოს და გადაინაცვლოს დასაქმების სექტორში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ინტერდისციპლინური თანამშრომლობა და შესაძლებელია, მოსწავლეებით დაინტერესდნენ მაგალითად, ადგილობრივი ბიზნეს კომპანიები. ამგვარი ღონისძიებების სარგებელი აშკარაა: მოსწავლეები უკეთ აღიჭურვებიან, რათა უკეთესად გაუმკლავდნენ რეალურ ცხოვრებასთან ასოცირებულ უამრავ მოძრავ კომპონენტს, ასევე შეიქმნიან სასარგებლო კონტაქტების სასტარტო ბაზას, რომელიც დიდი ალბათობით გამოადგებათ დასაქმების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას. პერსონალის გადმოსახედიდანაც ბევრია სარგებელი. როგორც ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვის შემთხვევაში, ინტერდისციპლინური თანამშრომლობა კოლეგიალობის ერთერთი მაგალითია, რომლის წახალისების მიზნითაც შეიქმნა პროექტი COSERE. რამდენად ხშირად ვხვდებით ხოლმე კოლეგებს, რომლებთან ერთადაც ერთსა და იმავე შენობაში ვმუშაობთ, თუმცა ისინი სხვა გუნდთან ასოცირდებიან და ვხვდებით, რომ ერთმანეთის შესახებ ფაქტობრივად არაფერი ვიცით? უბრალო პროფესიული გუნდის პერსპექტივიდანაც კი, ინტერდისციპლინური თანამშრომლობა მომგებიანია. გარდა ამისა, და როგორც ზემოთ აღინიშნა, ემპირიული პროცესი ხელს უწყობს პედაგოგების ცოდნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, რადგან ისინი იწყებენ კოლეგებთან ერთად ინფორმაციის მუდმივ გაცვლაში მონაწილეობას. და ბოლოს, როგორც უკვე აღინიშნა, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის შედეგად, უმჯობესდება მოსწავლეთა შედეგები. ინტერდისციპლინური თანამშრომლობა ასევე სასარგებლოა პოზიტიური უკუკავშირის მისაღებად, რადგან მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ გაიუმჯობესეს გააზრების უნარი და კმაყოფილნი არიან სასწავლო მასალით, რაც სტიმულს აძლევს მასწავლებლებს, გააგრძელონ სიახლეების საკლასო ოთახში დანერგვა, განვითარდნენ პროფესიონალურად და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ინტერდისციპლინური თანამშრომლობა ყველასთვის სასარგებლოა.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=