COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 53 ჯგუფური დისკუსია: გაესაუბრეთ კოლეგას ან კოლეგებს, რომლებიც თქვენგან განსხვავებულ დისციპლინას ასწავლიან. როგორია მათი გამოცდილება ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით? რა სახის პოტენციურ სარგებელს ხედავენ ისინი ინტერდისციპლინურ თანამშრომლობაში? რა თემებს ასწავლიან ამჟამად საკუთარ კლასებს? რა სახით უკავშირდება, თუკი საერთოდ უკავშირდება, რომელიმე აღნიშნული თემა იმ საკითხ(ებ)ს, რომლებზეც თქვენ ამჟამად მუშაობთ? არსებობს ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პოტენციალი? სიტუაციური ანალიზი: ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის შემდეგ, რომლის დროსაც ბიოლოგიის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პროფესორისგან წერის საუკეთესო პრაქტიკები შეისწავლეს, „ბევრმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ კურსი იმდენად სასარგებლო იყო, რომ კარგი იქნებოდა ის აკადემიური წლის დასაწყისში გაევლოთ“ (Colton & Surasinghe, 2014). https://ej.uz/7w85 • მიგაჩნიათ, თუ არა კოლტონისა და სურასინჰეს ერთობლივი სწავლების მეთოდი ცოდნის მიღების ინოვაციურ მიდგომად? როგორ ფიქრობთ, წარმატებული იქნება მსგავსი პრაქტიკა თქვენს გარემოში? რომელი განსხვავებული დისციპლინის კომბინირება გაგიადვილდებათ თქვენს დისციპლინასთან?

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=