COSERE_WP4_Handbook_KA

54 | COSERE ინტერდისციპლინარული პროექტის დაგეგმვის ეტაპები: დაგეგმვის პროცესის დეტალური სახელმძღვანელო. • 1. სხვა საგნის მასწავლებლის მოწვევა: ◊ ყველა თავგადასავალი, ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პირველ რიგში, საჭიროა განსხვავებული საგნების კოლეგებთან დაკავშირება. ინტერდისციპლინური თანამშრომლობისადმი დაინტერესების დასადგენად, გამოიყენეთ თქვენს დაწესებულებაში პერსონალისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი შიდა არხი; მაგალითად, ციფრული ფორმატი, ინტრანეტი/პერსონალის სოციალური ქსელი, საინფორმაციო დაფა და ა.შ. • 2. თანამშრომლობის ფარგლების განსაზღვრა: ◊ საკლასო ოთახის ბაზაზე: ინტერდისციპლინური თანამშრომლობისთვის, ამ შემთხვევაში, საჭიროა „სხვადასხვა საგანში გაკვეთილების მომზადება და ჩატარება, მაგალითად, მეცნიერება, CDT (იგივე, შრომა), არითმეტიკა, ინგლისური და მათემატიკა; მასწავლებლები ერთობლივად ირჩევენ „წამყვან“ საგანს, რომელიც დაიწყებს და დაასრულებს პროექტს/ გამოწვევას“ (Graham et. al, 2023). აღნიშნული დაგეგმვის პროცესი, ზოგადად, საკმაოდ ჰგავს გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვის ფორმატს, რომელზეც ვისაუბრეთ უნითში 1.2.1 „გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა“. თუკი საკლასო ოთახზე დაფუძნებულ მიდგომას აირჩევთ, შეცვალეთ ამ ქვეთავში მოცემული შაბლონის ფორმატი და მოარგეთ ის მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას. ◊ კლასგარეშე: რეალურად, განათლების სფეროში უკვე არსებობს ინტერდისციპლინური თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომელთა ინტეგრირებაც სასწავლო დაწესებულების ყოველდღიურ მუშაობაში სულაც არ არის საჭირო. გრეჰემი და სხვები ასახელებენ “შოტლანდიაში არსებულ STEMის კლუბებს (მათ შორის ახალგაზრდა ინჟინრებისა და მეცნიერების კლუბები), რომლებიც მოსწავლეებს სთავაზობენ პროექტებსა და ჩელენჯებს, რომლებიც სრულდება რეალურ პირობებში და, როგორც წესი, ეფუძნება STEM და არა STEM საგნებს (ანუ „კროსდისციპლინარული)” (Graham et. al, 2023). ამგვარი ინტერდისციპლინარული „კლასგარეშე კლუბების“ აქტივობები იმდენად საინტერესოა, რომ მოსწავლეები ახალ ცოდნას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იძენენ. ◊ ფართომასშტაბიანი: გრეჰემი და სხვები ასახელებენ ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც შესაძლოა არამიმზიდველი აღმოჩნდეს გამოუცდელი პირებისთვის; კერძოდ, „[უზრუნველყოფა იმისა], რომ ჯგუფი ერთბაშად გასცდეს საკლასო ოთახის საზღვრებს. ჯგუფს ეძლევა დავალება ან პროექტი, რომელიც მოიცავს თემას ინტერდისციპლინური თანამშრომლობისათვის. პროექტის შესასრულებლად, მოსწავლეები მუშაობენ ადმინისტრაციაში ან კონკრეტულ სუბიექტებთან მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სასამართლო-ანალიტიკური აქტივობა ან დახმარების მისიის შექმნა სტიქიური უბედურების დროს. ამგვარი დავალებით, მოსწავლეები იღებენ უდიდეს გამოცდილებას, ხოლო ერთი დღის ახალ გარემოში საკლასო ოთახის მიღმა გატარების შესაძლებლობა

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=