COSERE | 55 ნამდვილად მიმზიდველი პერსპექტივაა ყველა მოსწავლისათვის“ (Graham et. al, 2023). ინტერდისციპლინარული მიდგომა მოითხოვს კროსდისციპლინარულ დაგეგმვას და, როგორც წესი, თანხმობას მენეჯმენტისგან. მსგავსი აქტივობები გამოყენებული უნდა იქნას განსაკუთრებულ შემთხვევებში ან გარემოებებში. ◊ საკლასო ოთახის მიღმა: რაც შეეხება მოსწავლეთა პოზიტიურ შედეგებს, „ინტერდისციპლინური თანამშრომლობა მოსწავლეებს ასწავლის გუნდის ჩამოყალიბების პროცესს და უვითარებს სხვა რბილ უნარებსა და ღირებულებებს, როგორებიცაა გამძლეობა, გამჭრიახობა, რეფლექსიის უნარი და კავშირების დამყარება, რაც ყველა მოსწავლისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით დაინტერესების არმქონე მოსწავლეებისთვის“ (Graham et. al, 2023). ამ თემასთან დაკავშირებით, ქეთლველის კვლევაში ნათქვამია, რომ „ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიწოდება და დამსაქმებლებთან მუშაობა [ზრდის] არადაინტერესებული მოსწავლეების დასაქმების ან გადამზადების ალბათობას“ (Kettlewell et al., 2012), რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ინტერდისციპლინური თანამშრომლობის სარგებლიანობისა. • 3. ინტერდისციპლინარული აქტივობის დაგეგმვა: ◊ ახლა კი მოვიდა ნამდვილი გამოწვევის დრო - ინტერდისციპლინარული აქტივობის დაგეგმვა! ამ მიზნისთვის, გირჩევთ გამოიყენოთ გაკვეთილის გეგმის შემუშავების თანამშრომლობითი პროცესი, რომელზეც ვისაუბრეთ ქვეუნითში 1.2.1. „გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა“. განსახორციელებელი პროექტისა და სავარაუდო თემატური გადაკვეთის წერტილების განსაზღვრის შემდეგ, ლოგიკური იქნება, მოამზადოთ გეგმა რამდენიმე მოტივირებულ მასწავლებელთან ერთად. ქვემოთ მოცემულია შაბლონის ნიმუში, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ:
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=