60 | COSERE სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები უშუალოდ გაეცნონ სხვა ქვეყნებში არსებულ სწავლა-სწავლებისა და პრაქტიკის მაგალითებს, დააკვირდნენ წარმატებულ გამოცდილებას, გაავლონ პარალელები საკუთარ ქვეყანაში არსებულ პრაქტიკასთან და დანერგონ ინოვაციები თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში. ზემოაღნიშნული პროცესის შედეგად, სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა: • გაუთანაბრონ თავიანთი სწავლა-სწავლების პრაქტიკები წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას. • ხელი შეუწყონ პერსონალის პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. • გააძლიერონ საკუთარი ინსტიტუციური განვითარება. • ეფექტურად გამოიყენონ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი რესურსები და ინსტრუმენტები. • მოახდინონ სასწავლო პროცესის დივერსიფიცირება და სწავლის შედეგების გაუმჯობესება. უაღრესად კონკურენტულ სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა თაობისთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების მიწოდებას, რათა მათ შეძლონ გლობალური პერსპექტივების განვითარება და ურთიერთდაკავშირებული სამყაროსათვის უკეთ მომზადება. სწორედ ამიტომ სკოლებმა აქტიურად უნდა მოიძიონ და მიიღონ მონაწილეობა პროექტებში, საერთაშორისო პარტნიორობის კომპონენტის დახმარებით. სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა წაახალისონ საკუთარი პერსონალი ამ მიმართულებით და შეეცადონ, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მსგავს პროცესებში მათ ჩართულობას.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=