COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 61 გააცანით მონაწილეებს eTwinning-ისა და ESEP-ის პლატფორმები eTwinning, ევროპისა და მეზობელი პარტნიორი ქვეყნების სასკოლო თემი, სკოლებისთვის შემუშავებული პროგრამაა, რომელიც ფინანსდება ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. თითქმის 18-წლიანი არსებობის განმავლობაში, eTwinning ჩამოყალიბდა აქტიურ საზოგადოებად, 800,000-ზე მეტი რეგისტრირებული მასწავლებლით, რომლებიც 200,000-ზე მეტ სხვადასხვა სკოლაში მოღვაწეობენ. განხორციელდა 93,0001-ზე მეტი პროექტი, რომლებშიც მონაწილეობა მთელს კონტინენტზე მცხოვრებმა, ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე მყოფმა არაერთმა მოსწავლემ მიიღო. eTwinning-ში გაწევრიანებით, სკოლის პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ შეიგრძნოს „ევროპული სკოლების“ თემის წევრობის უპირატესობები. რეგისტრირებულ და დადასტურებულ eTwinner-ებს წვდომა აქვთ eTwinning-ის დახურულ განყოფილებებსა და სხვა სპეციალიზებულ ფუნქციებზე, ევროპული სკოლის განათლების პლატფორმაზე (ESEP) https://school-education.ec.europa.eu/en. eTwinning-ი შესანიშნავი ილუსტრაციაა იმისა, თუ ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით როგორ შეიძლება დაინერგოს თანამშრომლობითი სწავლება - ინოვაციური განათლების საკვანძო ელემენტი აღიარებულია 2030 წლის „ევროპის განათლებისა და გადამზადების ჩარჩოს“ თანახმად, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ერთად იმუშაონ პროექტებზე ინოვაციური პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით: პროექტზე დაფუძნებული სწავლება, შებრუნებული კლასის მოდელი და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარის განვითარებას, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განივითარონ 21-ე საუკუნეში წარმატებისთვის აუცილებელი კომპეტენციები. ინოვაცია მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სასკოლო განათლებაში, სადაც მასწავლებლები და სკოლის ლიდერები ეძიებენ ახალ გზებს სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად, ტექნოლოგიებისა და კრეატიული პედაგოგიური მიდგომების ინტეგრაციის გზით. eTwinning-ის სკოლები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან eTwinning-ის მნიშვნელობასა და ღირებულებებს, რომელთაგან საკვანძოა ევროპულ თანამშრომლობასა და გაცვლით აქტივობებში მონაწილეობა. თავისი საერთაშორისო ბუნებიდან გამომდინარე, eTwinning-ი ევროპული საგანმანათლებლო ინიციატივების ნაწილია და ეფუძნება იდეას, რომ თანამშრომლობა ევროკავშირის მასშტაბით ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების განვითარებას. eTwinning-ის სკოლები, სკოლის მმართველების მხარდაჭერით, ზემოაღნიშნულ ღირებულებებს ასახავენ სასკოლო პოლიტიკის დოკუმენტებში, პრაქტიკასა და პროფესიულ განვითარებაში. რომელია eTwinning-ის სკოლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი? 1. eTwinning-ის სკოლაში ლიდერობა გაზიარებადი ვალდებულებაა ლიდერობა eTwinning-ის სკოლებში გაზიარებადი პროცესია, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ორგანიზაციული, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესებისადმიც. სკოლის დირექტორები და მასწავლებლების ლიდერები კარგად იცნობენ eTwinning-ის პედაგოგიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს და აქტიურად ეხმარებიან პერსონალის ყველა

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=