62 | COSERE წევრს, აქტიურად ჩაერთონ eTwinning-ის აქტივობებში. „გაზიარებადი ლიდერობის“ მიდგომა ნიშნავს, რომ სკოლა უნდა ეყრდნობოდეს როგორც სკოლის დირექტორს, ასევე სკოლის ფორმალური და არაფორმალური ლიდერების მცირე გუნდს (მაგალითად, დირექტორის მოადგილე, გამოცდილი პედაგოგები და ა.შ.). სკოლები, რომლებსაც სურთ შეინარჩუნონ წამყვანი როლი, განსაკუთრებით „eTwinning-ის სკოლების“ ფარგლებში, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის - მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მნიშვნელოვანი ჩართულობა. წარმატებული, მოტივირებული და ძლიერი სკოლის ხელმძღვანელობა, რომელიც ამოტივირებს და იწვევს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ლიდერებს, საკვანძო კომპონენტია იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელთა ნახვაც სკოლაში ჩვენ ყველას გვსურს. ლიდერული როლებისა და პასუხისმგებლობის გაზიარება პერსონალის ფართო წრისთვის, ასევე მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობა, დადებითად აისახება სკოლაზე. მეტიც, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და სხვადასხვა სკოლის გარემოსა და პრაქტიკის შესწავლა, დაგეხმარებათ, უკეთ გაიაზროთ საკუთარი გამოწვევები და მოიფიქროთ შესაძლო გადაწყვეტები. 2. eTwinning-ის სკოლები ერთგულნი არიან თანამშრომლობის, გაზიარებისა და გუნდური მუშაობისადმი მასწავლებლები მუშაობენ გუნდურად, რათა დაგეგმონ eTwinning-ისა და სხვა პედაგოგიური აქტივობები, გაუზიარონ გამოცდილება და პრაქტიკა კოლეგებს როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; თანამშრომლობენ eTwinning-ის სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე და იყენებენ მათ ინოვაციებისა და ცვლილებების განსახორციელებლად საკუთარ სკოლაში და მის ფარგლებს მიღმა. მასწავლებლებს გააზრებული აქვთ, თუ რამხელა შესაძლებლობებია შექმნილი თანამშრომლობისათვის „eTwinning-ის სკოლებში“. ევროპული თანამშრომლობა eTwinning-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია და გულისხმობს მოსწავლეების თანამშრომლობას, მასწავლებლების თანამშრომლობასა და თანამშრომლობას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. თანამშრომლობითი სწავლასწავლება თითოეული eTwinning-ის პროექტის საფუძველია, რომელიც ხელს უწყობს ევროპულ თანამშრომლობას და მოსწავლეთა მრავალეროვნულ გუნდებში მუშაობას მასწავლებლების მიერ ერთობლივად შემუშავებულ აქტივობებზე, იდეებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით. არსებობს მოლოდინი, რომ თანამშრომლობითი სწავლასწავლება გახდება eTwinning-ის სკოლების მამოძრავებელი პრინციპი, ანუ პროცესი ცალკეული მასწავლებლიდან და კლასიდან გადაინაცვლებს მთელს სკოლაში, სადაც მასწავლებლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთად მუშაობენ და ჩართულნი არიან თანატოლებთან ერთად სასწავლო პროცესსა და უკუკავშირის მიწოდებაში. „კვლევა და პრაქტიკა“ (COLAB პროექტი, European Schoolnet, 2018) აღნიშნავს, რომ სკოლაში პოზიტიური კლიმატი, მათ შორის ღიაობა, დისკუსია და პერსონალის თანამშრომლობა, პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ეფექტურობასა და მოსწავლეთა მიღწევებს (TALIS 2018 კონცეპტუალური ჩარჩო). მეტიც, კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა მოტივაცია იზრდება, როდესაც გრძნობენ, რომ თავად აკონტროლებენ საკუთარი სწავლის პროცესს, როდესაც სწავლობენ ისეთ რაღაცას, რაც მათ რეალურ ცხოვრებასთანაა კავშირში, ასევე უკეთესად სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. თანამშრომლობითი სწავლების მიდგომები ეხმიანება აღნიშნულ
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=