COSERE | 63 მიგნებებს და გააჩნია პოტენციალ,ი გააძლიეროს 21-ე საუკუნის ისეთი უნარები, როგორებიცაა: დამოუკიდებელი სწავლა, პრობლემების ერთობლივი გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და სიღრმისეული კვლევის უნარი. 3. eTwinning-ის სკოლაში მოსწავლეები ცვლილებებს ახდენენ მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ eTwinning-ის სკოლის განვითარებაში. სწორედ მოსწავლეები ზრდიან eTwinning-ის პოპულარობას მასწავლებლებსა (რომლებიც უკვე მონაწილეობენ ან ჯერ არ არიან ჩართულნი) და მშობლებში, ასრულებენ მამოძრავებელი ენერგიის როლს, აჟღერებენ ყველა იმ ინოვაციას, რომლებიც ინერგება პედაგოგიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. 4. eTwinning სკოლა არის როლური მოდელი სხვა სკოლებისთვის eTwinning-ის სკოლა ისწრაფვის, შეასრულოს ელჩის როლი სხვა სკოლებისთვის ქვეყანაში/ რეგიონში, აქტიურად მოახდინოს eTwinningის პოპულარიზაცია და ინფორმაციის გავრცელება eTwinning-ის სკოლების მიღწევების შესახებ მაქსიმალურად ბევრი საშუალებით: ღია კარის დღე, საინფორმაციო ბრიფინგი და მენტორული პროგრამები. eTwinning-ის სკოლები პროაქტიულად ქმნიან პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს თავიანთ რეგიონში არსებული სხვა სკოლებისთვის. 5. eTwinning-ის სკოლა ინკლუზიური და ინოვაციური სასწავლო ორგანიზაციაა eTwinning-ის სკოლები მოწოდებულნი არიან ინკლუზიურობისკენ ყველა დონეზე და აქტიურად ეძებენ საშუალებებს, შექმნან ინკლუზიური გარემო ყველა შესაძლებლობისა და კულტურის მოსწავლისათვის, მათი მშობლებისა და ფართო საზოგადოებისთვის. eTwinning-ის სკოლებში მასწავლებლები ვალდებულებას იღებენ, სკოლა სასწავლო ორგანიზაციად გარდაქმნან. ისინი eTwinning-ს იყენებენ კურიკულუმის მისაწოდებლად და მხარდასაჭერად ინოვაციური პედაგოგიური მოდელების გამოყენებით, რაც გულისხმობს ისეთმრავალფეროვან მიდგომებს, როგორებიცაა: თანამშრომლობითი სწავლება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, მოქნილი მიდგომა სწავლების დროისა და სასწავლო სივრცისადმი. eTwinning-ის პროექტი eTwinning-ის პროექტი ნიშნავს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ორ ან მეტ ევროპულ სკოლას შორის, წინასწარ განსაზღვრულ თემატიკაზე. თანამშრომლობა ხორციელდება კონკრეტული პლატფორმებისა და სხვადასხვა ისტის ინსტრუმენტის გამოყენებით. eTwinning-ი გთავაზობთ საპროექტო შესაძლებლობების ფართო სპექტრს, მრავალფეროვანი თემებითა და მიმართულებებით. eTwinning-ი ღიაა ნებისმიერი სახის პროექტისათვის; არაერთი პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა სხვადასხვა გარემოში. შესაბამისად, პროექტის ფოკუსი შეიძლება იყოს ერთი თემა ან საგანი, ან მოიცავდეს რამდენიმე საგანს ან კროსკურიკულარულ თემებს. მასწავლებლებს შეუძლიათ განახორციელონ იმდენი პროექტი, რამდენიც გაუხარდებათ; შეზღუდვა პროექტების რაოდენობაზე არ არსებობს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=