64 | COSERE ერთობლივი მუშაობა eTwinning-ის პროექტების ფუნდამენტია თანამშრომლობა, რომელსაც მოგვიანებით დეტალურად შესაბამის ქვეთავში განვიხილავთ. კომუნიკაციის ინსტრუმენტები და სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთქმედება მნიშვნელოვანი ღირებულებაა თანამშრომლობის პროცესში. თუმცა, ეს არ ნიშნავს უბრალო კოორდინაციას. წარმატებულ eTwinning-ის პროექტში თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე ყალიბდება: მასწავლებლებს შორის: პედაგოგების თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროექტის შინაარსის, მიზნებისა და მეთოდოლოგიების შეთანხმებისას, რათა დაკმაყოფილებული იქნას ყველა ადამიანის მისწრაფებები და საჭიროებები. მასწავლებელთა თანამშრომლობის მიზანია, პროექტმა დააკმაყოფილოს ყველა მონაწილე მხარის მრავალფეროვანი საჭიროებები და სურვილები. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის: მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ორივე ჯგუფის მიერ საკუთარი იდეებისა და ინიციატივების გონებრივი შტურმით მოფიქრებას, პროექტის ერთობლივად შემუშავებას, პროექტის პროგრესისა და შედეგების ერთობლივ შეფასებას. აღნიშნული კოლაბორაციული მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თვითონ მართონ საკუთარი სწავლის პროცესი, ამავდროულად ხელს უწყობს პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის დანერგვას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. მოსწავლეებს შორის: მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა ყალიბდება როგორც ინდივიდუალურ, ისე დაძმობილებულ სკოლებში. მოსწავლეები თანამშრომლობენ საკუთარ სასკოლო თემში იდეების მოსაფიქრებლად, საპროექტო ამოცანებზე სამუშაოდ და ერთმანეთს ეხმარებიან სწავლაში. გარდა ამისა, დაძმობილებული სკოლების მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა გულისხმობს კულტურულ გაცვლებს, სასწავლო გამოცდილების გაზიარებასა და გლობალური პერსპექტივების განვითარებას. არსებითად, თანამშრომლობა eTwinning-ის პროექტების წარმატების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, ხელს უწყობს რა მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას, გაზიარებადი გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და სასწავლო პროცესის კოლექტიურ ფლობას ყველა მონაწილეს მიერ.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=