COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 91 ◊ o რამდენი? ◊ o როგორ? 5W2H კითხვებზე მიღებული პასუხების მეშვეობით თქვენ შეძლებთ მოამზადოთ მკაფიო და ლაკონიური პრობლემის განცხადება და აღწერა. პრობლემის ტიპიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიაგრამები ან სხვა ვიზუალური ინსტრუმენტები, რათა ყველა მხარემ მკაფიოდ გაიაზროს პრობლემის არსი. პრობლემასთან დაკავშირებული სხვადასხვა ეტაპის ილუსტრაცია ასევე შესაძლებელია სტრუქტურული დიაგრამის მეშვეობით. D3: დროებითი გამოსწორების ან შეკავების ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში): • შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რათა მოხდეს პრობლემის შეკავება, სანამ გუნდი პრობლემის გადაჭრის გზებს მოიფიქრებს. ეს დაახლოებით ჰგავს პრობლემაზე სანიტარული სახვევის დადებას პროცესის განმავლობაში. D4: პრობლემის ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი: • პრობლემაზე მომუშავე გუნდთან ერთად, გონებრივი შტურმის მეშვეობით დაადგინეთ, თუ რამ გამოიწვია პრობლემა და აღწერეთ თითოეული პოტენციური მიზეზი. მოიფიქრეთ პრობლემის გადაჭრის გზები. D5: საუკეთესო რეგულარული ღონისძიების განსაზღვრა, შერჩევა და დაგეგმვა: • გუნდთან ერთად გადაწყვიტეთ, თუ რომელია ის გამოსავალი, რომელიც ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდება პრობლემის ძირეულ მიზეზებს და მოაგვარებს მათ. • შეიმუშავეთ მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩამონათვალი პრობლემის გადასაჭრელად და მსგავსი გამოწვევების სამომავლოდ განმეორების საპრევენციოდ. მიუთითეთ ამგვარი ღონისძიებების განხორციელების ვადები და განსაზღვრეთ ინდიკატორები მათი ეფექტურობის შესაფასებლად. ეს იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა. D6: შემოწმება იმისა, რომ რეგულარული ღონისძიებები ეფექტურია და არ წარმოშობს ახალ პრობლემებს • განახორციელეთ მაკორექტირებელი ღონისძიებები სამოქმედო გეგმის მიხედვით. • ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თვალყური ადევნეთ შედეგებსა და თანამშრომელთა უკუკავშირს, ჩაინიშნეთ ნებისმიერი უარყოფითი ეფექტი. შექმენით მაკონტროლებელი მექანიზმი იმის შესამოწმებლად, მუშაობს თუ არა გადაწყვეტის გზა ან ხომ არ არის საჭირო დამატებით კიდევ რამის გაკეთება. D7: გაატარეთ პრევენციული ზომები სამომავლოდ პრობლემის თავიდან ასაცილებლად: • მიიღეთ ცოდნა ამ გამოცდილებიდან და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები ისე შეცვალეთ, რომ მუდმივად ექცეოდეს ყურადღება სიმპტომების მონიტორინგს, რათა მალევე ამოიცნოთ პრობლემა, სანამ ის რეალურ გამოწვევად ჩამოყალიბდება. D8: გუნდის წარმატების აღიარება და აღნიშვნა: • მადლობა გადაუხადეთ პრობლემაზე მომუშავე გუნდს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინც წვლილი შეიტანა პრობლემის მოგვარების პროცესში. აღიარეთ ყველა მონაწილის მიერ წარმატებული გამოსავლის მოფიქრების პროცესში შეტანილი წვლილი.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=