90 | COSERE განხორციელება: შედეგების სტანდარტიზაცია • მოახდინეთ პრობლემის გადაწყვეტის სრული იმპლემენტაცია. გაითვალისწინეთ, რომ PDCA არის უწყვეტი ციკლი და განსხვავდება ისეთი პროცესისგან, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. ამიტომ შეგიძლიათ მოიფიქროთ და განახორციელოთ ახალი გადაწყვეტის გზა, თუმცა დროდადრო შეაგროვეთ უკუკავშირი მისი მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. PDCA სქემის გამოყენება შესაძლებელია სასკოლო დაწესებულებაში არსებული უამრავი პრობლემისა თუ გამოწვევის გადასაჭრელად. უფრო მასშტაბური პრობლემები და გამოწვევები შეგიძლიათ დაყოთ მცირე ეტაპებად, რათა უკეთესად შეისწავლოთ თითოეული ეტაპისთვის შესაფერისი გამოსავალი. PDCA-ი შესაძლოა საკმაოდ ნელი ტემპით წარიმართოს, ამიტომ მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაუყოვნებლივ ძალისხმევას საჭიროებს. თანამშრომლობითი ლიდერობის 8D მოდელი რვა დისციპლინის მეთოდი (8D) პრობლემების გადაჭრის ამომწურავი და გუნდზე ორიენტირებული მიდგომაა, რომლის ფოკუსსაც პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. ძირეული მიზეზების ანალიზი და გუნდურ მუშაობაზე აქცენტირება ამ მეთოდს სხვა სტრატეგიებისგან გამოარჩევს. 8D სტრატეგიის გამოყენება თავდაპირველად კომპანია Ford-მა დაიწყო 80-იან წლებში, დღეს კი ის სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, როგორც პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მეთოდი. 8D მიდგომა ეფუძნება წინაპირობას, რომ არსებობს რვა დისციპლინა, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პრობლემის აღმოსაფხვრელად. D1: შექმენით დაინტერესებული მხარეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა დაევალება: • დანიშნეთ გამოცდილი და კვალიფიციური გუნდის ლიდერი, რომელიც უხელმძღვანელებს პრობლემის გადაჭრის პროცესს და კოორდინაციას გაუწევს გუნდის მუშაობას. • პროცესში ჩართეთ სასკოლო თემის დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც აინტერესებთ პრობლემაზე მომუშავე გუნდში ყოფნა. D2: პრობლემის დადგენა და აღწერა მონაცემებისა და ფაქტების მეშვეობით: • გუნდი ერთობლივად განსაზღვრავს პრობლემის მასშტაბსა და საზღვრებს, ასევე უზრუნველყოფს, რომ ეს ყველაფერი არც ძალიან ფართო იყოს და არც ძალიან შეზღუდული. • გუნდი აანალიზებს მონაცემებსა და ფაქტებს, შეგროვებულს მთლიანი თემისა და სხვა სანდო წყაროების (არსებობის შემთხვევაში) კვლევის საფუძველზე. • გამოიყენეთ 5W2H მეთოდი პრობლემის მკაფიო და რაოდენობრივ ასპექტებად დასაყოფად: ◊ o ვინ? ◊ o რაში მდგომარეობს პრობლემა? ◊ o როდის და რამდენად ხშირად? ◊ o სად? ◊ o რატომ?
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=