COSERE | 89 სკოლის ხელმძღვანელობაზე მორგებული პრობლემების გადაჭრის მოდელები ხანდახან აუცილებელია პრობლემების გადაჭრის ზოგადი მოდელების მოდიფიცირება, რათა გათვალისწინებული იქნას კონკრეტულ საგანმანათლებლო გარემოსთან დაკავშირებული უნიკალური ფაქტორები და სკოლის ხელმძღვანელობის სტრატეგიები. • სკოლის გაუმჯობესების PDCA ციკლი Plan-Do-Check-Act ციკლი (დაგეგმვა-შესრულება-შემოწმება-განხორციელების ციკლი) მარტივი ოთხსაფეხურიანი მეთოდია, რომელიც, როგორც სახელწოდება გვეუბნება, ეფუძნება დაგეგმვის, შესრულების, შემოწმებისა და განხორციელების უწყვეტ ციკლს. PDCA ციკლი შემუშავებულ იქნა მენეჯმენტის კონსულტანტის, დოქტორ უილიამს ედვარდ დემინგის მიერ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, იმის დასადგენად, თუ რატომ არ მუშაობდა ზოგიერთი პროცესი ისე, როგორი მოლოდინიც არსებობდა. აღნიშნულმა მეთოდოლოგიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და საფუძვლად ჩაეყარა თეორიებს იმის შესახებ, თუ რა უნდა შეიცვალოს და შემოწმდეს უწყვეტი უკუკავშირის ფარგლებში. მეთოდი დღესაც გამოიყენება მრავალი ორგანიზაციის, მათ შორის სასკოლო დაწესებულებების მიერ. დაგეგმვა: პრობლემის იდენტიფიცირება და ჰიპოთეზის მომზადება შესაძლო მიზეზებისა და გამოსავლის გზების შესახებ. • განსაზღვრეთ და გააცნობიერეთ პრობლემის არსი. • შეისწავლეთ ხელმისაწვდომი მონაცემები და შეეცადეთ, მოიძიოთ მეტი ინფორმაცია იმ დაინტერესებული მხარეების გამოკითხვით, რომლებიც პრობლემას უშუალოდ კავშირში იმყოფებიან. • განსაზღვრეთ პოტენციური გამოსავალი და მიზნები, რომელთა მიღწევასაც ისურვებთ, რათა პრობლემა მოგვარებულად ჩაითვალოს. გახადეთ მიზნები გაზომვადი, რადგან შემოწმების ეტაპზე მათ კვლავ დაუბრუნდებით. შესრულება: პოტენციური გადაწყვეტის პილოტირება. • დატესტეთ პოტენციური გადაწყვეტა იმის გასააზრებლად, თუ რამდენად შეძლებს თქვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სასურველი შედეგის მოტანას. თავდაპირველად, ჩაატარეთ მცირემასშტაბიანი საპილოტე ექსპერიმენტი. • შეაგროვეთ უკუკავშირი ცვლილების ეფექტურობის შესაფასებლად. აღნიშნული უკუკავშირი მომდევნო ეტაპზეც გამოგადგებათ. შემოწმება: შედეგების შეფასება. • გააანალიზეთ საპილოტე პროექტის შედეგები იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებიც დაგეგმვის ეტაპზე შეიმუშავეთ. გადაწყვიტეთ, მიღწეული იქნა თუ არა დასახული მიზნები. • თუკი მიიჩნევთ, რომ თქვენი მიზნები არ იქნა მიღწეული, დაუბრუნდით დაგეგმვის ეტაპს და ჩამოაყალიბეთ სხვა ჰიპოთეზა, მიზეზებისა და სავარაუდო გამოსავლების მითითებით. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ მიაღწიეთ დასახულ მიზნებს, გადადით შემდეგ ეტაპზე - განხორციელება.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=