88 | COSERE შერჩეული გადაწყვეტის გზის განხორციელება და კონტროლი: • შერჩეული გადაწყვეტის გზის საპილოტედ განხორციელებისათვის, შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა ეტაპების, ვადებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების მკაფიო მითითებით. • აწარმოეთ პრობლემის გადაწყვეტის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება, პროგრესის რეგულარული შესწავლისა და ჩართული მხარეებისგან მუდმივად უკუკავშირის შეგროვების საფუძველზე. დაადგინეთ, მოწონებული იქნა თუ არა შერჩეული გამოსავალი ან მიღწეული იქნა თუ არა კონსენსუსი იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ეს კონკრეტული გადაწყვეტა მიემართება. • შეინარჩუნეთ მოქნილობა სტრატეგიის ადაპტაციისას, თუკი მიმდინარე სტრატეგიას არ მოაქვს სასურველი შედეგები. • გაავრცელეთ ინფორმაცია პრობლემის გადაჭრის მიმდინარე პროცესის შედეგების შესახებ, ვინაიდან ეფექტური კომუნიკაცია ხელს უწყობს გამჭვირვალობისა და ნდობის ჩამოყალიბებას სასკოლო თემში. ზოგადად, სკოლის ლიდერი მუდმივად უნდა ესწრაფოდეს მუდმივი გაუმჯობესებისკენ. ეცადეთ, დანერგოთ უწყვეტი განვითარების კულტურა, ისწავლეთ როგორც მიღწევებზე, ისე - შეცდომებზე. თუკი გააცნობიერებთ, თუ რამ იმუშავა კარგად და რომელი ასპექტი საჭიროებს გაუმჯობესებას, მომავალში თქვენ შეძლებთ პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული ძალისხმევების გაძლიერებას. ამ პრინციპების ლიდერულ მიდგომებშიინტეგრირებითთქვენ,როგორცსკოლის ლიდერი, შეძლებთ, ეფექტურად გაუმკლავდეთ განათლების სფეროში არსებულ სირთულეებს, ხელს შეუწყობთ პოზიტიური სასკოლო კულტურის დანერგვას და უზრუნველყოფთ საუკეთესო შედეგებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და სასკოლო თემისთვის.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=