COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 93 პრობლემის გადაჭრის არაფორმალური გზები • პრობლემის გადაჭრის არაფორმალური გზების მნიშვნელობა არაფორმალური მიდგომების გამოყენება პრობლემების გადაჭრისადმი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაუმჯობესდეს შემოქმედებითობა, გამომგონებლობა და მოქნილობა გამოწვევებთან გამკლავებისას. აღნიშნულ სტრატეგიებს, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა სტანდარტულ ფორმალურ მეთოდოლოგიებს, განსაკუთრებული სარგებლის მოტანა შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში. ევროპის საბჭო არაფორმალური განათლების (NFE) მეთოდებს შემდეგნაირად განმარტავს: „პიროვნული და სოციალური განათლებისთვის დაგეგმილი სტრუქტურირებული პროგრამები და პროცესები, შემუშავებული მთელი რიგი უნარებისა და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად, ფორმალური საგანმანათლებლო კურიკულუმის მიღმა“. ამგვარი მეთოდები მრავალფეროვანია, მონაწილეობითი და მოსწავლეზე ორიენტირებული; ისინი ხელს უწყობს ერთმანეთისგან სწავლას, აერთიანებს რა ჯგუფურ და დამოუკიდებლად შესასრულებელ აქტივობებს (იქვე). გამომდინარე იქიდან, რომ NFE ჰოლისტური მიდგომაა, NFE მეთოდებზე დაფუძნებული აქტივობების მონაწილეები იყენებენ საკუთარ სხეულს, გონებასა და ემოციებს. პრობლემების გადაჭრის კონტექსტში ასევე ძალიან ეფექტურია არაფორმალური განათლება. • პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა: დიზაინ აზროვნება - პრობლემის გადაჭრის არაფორმალური მეთოდი. დიზაინ აზროვნება ადამიანზე ფოკუსირებული ტექნიკაა, რომელიც ღრმა ემპათიური დაკვირვების, ადამიანის საჭიროებებისა და მოტივაციების საფუძვლიანი გააზრების პრინციპს ემყარება. დიზაინ აზროვნების მთავარი მიზანია, დაადგინოს და გაიაზროს კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული რეალური საჭიროებები, პრობლემები და მასშტაბი, შემდეგ კი შემოგვთავაზოს ინოვაციური გადაწყვეტა ამ ყველაფრის გამოსასწორებლად. დიზაინ აზროვნების სასკოლო თემში გამოყენების შემთხვევაში, ადამიანში მოიაზრება მოსწავლე, მასწავლებელი და პერსონალი, მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც თემის ყოველდღიურობას აყალიბებენ. დიზაინ აზროვნება თანამშრომლობითი პროცესია. და მართლაც, პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ნათელი გონების შეკრება ყოველთვის უფრო ნაყოფიერ შედეგს იძლევა, ვიდრე პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეხედულებებისა და პერსპექტივების დაპირისპირება ძალიან სასარგებლოა სააზროვნო პროცესისთვის, რა დროსაც ხდება კრეატიულობის ურთიერთსტიმულირება. გარდა ამისა, დიზაინ აზროვნება ოპტიმისტური მიდგომაა, ვინაიდან ეფუძნება წინაპირობას, რომ ყველას შეუძლია იყოს ცვლილების მონაწილე, განურჩევლად პრობლემის, გრაფიკისა თუ ბიუჯეტისა. შეზღუდვების მიუხედავად, დიზაინ აზროვნება ძალიან სასიამოვნო პროცესია. დიზაინ აზროვნების ექსპერიმენტული ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩადებულია წარუმატებასა და შეცდომებზე სწავლის კომპონენტი. პროცესი ასე გამოიყურება: ახალი იდეების მოფიქრება - უკუკავშირის მიღება - გამეორება.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=