COSERE_WP4_Handbook_KA

94 | COSERE არსებობს დიზაინ აზროვნებისგან განსხვავებული მიდგომებიც, თუმცა ყველა მათგანი თითქმის ერთმანეთის მსგავსია. წინამდებარე სახელმძღვანელოში გადავწყვიტეთ, თქვენი ყურადღება D. Learning Erasmus + პროექტში შემუშავებულ მეთოდზე შეგვეჩერებინა. D. Learning დიზაინ აზროვნების მეთოდი ეფუძნება მოდელს, რომელიც 6 საფეხურისგან შედგება: შინაარსის გაცნობა დაკვირვება სინთეზირება იდეაცია პროტოტიპირება ტესტირება პირველი სამი, შინაარსის გაცნობა, დაკვირვება და სინთეზი, არის ფაზა, რომლის დროსაც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი; მას ასევე პრობლემის ფაზას უწოდებენ. ბოლო სამი საფეხური - იდეაცია, პროტოტიპირება და ტესტირება, არის ფაზა, რომლის დროსაც მიმდინარეობს იდეების გენერირება, პროტოტიპირება და ტესტირება; ასევე უწოდებენ გადაწყვეტის სივრცეს. აღნიშნული მეთოდის საფუძველს დიზაინ აზროვნება წარმოადგენს: ემპათია: დიზაინ აზროვნების საკვანძო კომპონენტი ემპათიაა. ამისთვის, ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ წინასწარ შექმნილი შეხედულებები და შევისწავლოთ ადამიანების ჭეშმარიტი სხეულებრივი და ემოციური საჭიროებები, თუკი ნამდვილად გვსურს ადამიანებს პასუხები მივაწოდოთ. ემპათიის გასავითარებლად სხვა ადამიანის ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ თავი. თუკი კარგად შევისწავლით ადამიანების აზრებს, განცდებსა და ცხოვრების წესს, ბევრად უფრო გაგვიმარტივდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოფიქრება. სახალისო თანამშრომლობა: თამაში და მუშაობა ხშირად ერთმანეთის საპირისპირო ცნებებია. დიზაინ აზროვნების წარმატებისთვის, აუცილებელია პროცესი წარიმართოს სახალისო თანამშრომლობის ფონზე. ეს ხელს უწყობს გუნდურად მუშაობას, რადგან გუნდის წევრებს ეხსნებათ დაძაბულობა და უძლიერდებათ ნდობა. სახალისო სამუშაო გარემოში უმჯობესდება კრეატიულობა და ფაქტების სხვა კუთხით დანახვის უნარი, ასევე აქტიურდება ტვინის სხვადასხვა უბანი. სახალისო თანამშრომლობის დასაწყებად გამოიყენება გაცნობითი ხასიათის აქტივობები (icebreakers), არატრადიციული გონებრივი შტურმის ტექნიკები, მოქნილი სამუშაო გარემო.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=