COSERE | 95 კრეატიული თავდაჯერებულობა: ტერმინი „კრეატიული თავდაჯერებულობა“, რომელიც პირველად ტომ და დევიდ კელებმა გამოიყენეს, შორსაა მოსაზრებისგან, რომ ადამიანები იბადებიან ან არ იბადებიან შემოქმედებითი უნარით. დიზაინ აზროვნება, რეალურად, ხელს უწყობს ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი მრავალფეროვანი პერსპექტივები, უნარები და სისუსტეები. კრეატიული თავდაჯერებულობის იდეა შეიძლება ფორმულირდეს შემდეგნაირად: უნარი, მაქსიმალურად გამოიყენო გუნდის მრავალფეროვნება, მაგრამ ამავდროულად განივითარო რწმენა საკუთარი შეხედულებისადმი. შეცდომებზე სწავლა: დიზაინ აზროვნების მეთოდი განმეორებადი ხასიათისაა. წარუმატებლობა, შეცდომები და მათზე სწავლა არა მხოლოდ კარგია, არამედ აუცილებელიცაა. შეცდომებზე სწავლა გულისხმობს უწყვეტ ტესტირებასა და მიღებული შედეგების დახვეწას, პროცესის განვითარების კვალდაკვალ. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს მარცხის აღიარება, რათა უფრო მომზადებული შევხვდეთ შემდეგ ეტაპს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=