96 | COSERE ა) მომზადება 1.) გუნდები გუნდურიმუშაობითშესაძლებელიაისეთიშედეგებისმიღება,რომლებიცინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მიიღწევა. თანამშრომლობა არის საშუალება, მაგიდის გარშემო თავი მოუყაროთ სხვადასხვა პერსპექტივებსა და ძლიერ უნარებს, რთულ გამოწვევებთან საბრძოლველად. თუმცა პრაქტიკაში, გუნდური დინამიკა შეიძლება იყოს როგორც გამაძლიერებელი, ასევე შემზღუდავი. ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შექმნათ სამუშაო გუნდი დიზაინ აზროვნებისთვის: • გუნდის ზომა: მცირე ზომის გუნდები საუკეთესოდ მუშაობს. იდეალურ შემთხვევაში, გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს ხუთი წევრისა. მცირე ზომის ჯგუფში მარტივია განრიგის კოორდინირება, უპრობლემოდ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ა.შ. • მრავალფეროვნება: გუნდი, რომელშიც წარმოდგენილია მრავალფეროვნება პერსპექტივებისა და კონტრიბუციის თვალსაზრისით, ქმნის უფრო მეტად ინოვაციურ და ორიგინალურ გადაწყვეტებს. • როლები: გუნდი, რომელშიც არსებობს მკაფიო აღქმა თითოეული წევრის პასუხისმგებლობის შესახებ, ყოველი წევრის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, არის ის გუნდი, რომელიც ბევრ წარმატებას აღწევს. • როლები: გუნდი, რომელშიც არსებობს მკაფიო აღქმა თითოეული წევრის პასუხისმგებლობის შესახებ, ყოველი წევრის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, არის ის გუნდი, რომელიც ბევრ წარმატებას აღწევს. დიზაინ აზროვნების პროცესის განმავლობაში, გუნდები არ იცვლებიან. 2.) ფიზიკური სივრცე დაუთმეთ ფიზიკური სივრცე დიზაინ აზროვნების პროცესს. სივრცე შეიძლება იყოს ერთი უბრალო კედელი, ხოლო იდეალურ შემთხვევაში, დიდი ოთახი, სადაც შესაძლებელი იქნება ავეჯის გადაადგილება, დაფების განთავსება, იქნება ცარიელი კედლები და ფანჯრები წებოვანი სტიკერების მისამაგრებლად. ეს საშუალებას მისცემს გუნდის წევრებს, თვალსაჩინოდ განათავსონ შთამაგონებელი ციტატები, კვლევების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ასევე დარჩნენ ფოკუსირებულნი კვლევის პროცესზე. IDEO გვირჩევს, გუნდისთვის ვიზუალური შეხსენებების მიწოდებას, რათა შენარჩუნდეს გუნდის ყურადღება გამოწვევაზე და პროგრესის კონტროლის უნარი. ასევე რეკომენდებულია დიზაინ პროცესისთვის გამოყოფილი სივრცის დროდადრო შეცვლა, რადგან ეს ხელს უწყობს ახალი იდეების სტიმულირებას, როდესაც სამუშაო რთულ ფაზაში გადადის.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=