COSERE | 97 3.) მასალები დიზაინ აზროვნების პროცესი მულტისენსორულია: მასში გაერთიანებულია როგორც ვიზუალური, ასევე ფიზიკური შეგრძნებები. პროცესი ასევე ემპირიულია. გუნდის წევრებს მოეთხოვებათ, მოამზადონ პროცესის ვიზუალური მიმოხილვა ან ესკიზი საკუთარი აზრების გამოსახატად. შესაბამისად, არ დაგავიწყდეთ შესაბამისი მასალების მომარაგება: წებოვანი ფურცლები (სხვადასხვა ფერისა და ზომის), მარკერები, ფლიპჩარტი, წებოვანი სტიკერები (რანჟირებისთვის), ხმის გამაძლიერებლები სასიამოვნო მუსიკის ჩასართავად და ა.შ. ბ) სწავლების ეტაპი: მოდით, მოვიფიქროთ და შევქმნათ სწავლება იყოფა ექვს ეტაპად, ზემოთ აღწერილი დიზაინ აზროვნების პროცესის მიხედვით. დაიცავით აღნიშნული სტრუქტურა, რადგან პროცესის წარმატებისთვის საჭიროა მისი უცვლელი სახით განხორციელება. • 0. სასტარტო სესია (1-2 საათი) ◊ დიზაინ აზროვნების მეთოდისა და მსოფლმხედველობის პრეზენტაცია ◊ მონაწილეთა გაცნობა და ინდივიდუალური მოლოდინები ◊ პრობლემის/გამოწვევის პრეზენტაცია ◊ გუნდების შექმნა (იხილეთ პუნქტი “1. გუნდები“) • 1. შინაარსის გაცნობა (1-3 საათი) ◊ მოდალობა: გუნდური მუშაობა ◊ სამუშაო კითხვები: რა ვიცით ზოგადად გამოწვევის/პრობლემის შესახებ? ვინ არიან დაინტერესებული მხარეები (მიუთითეთ პრობლემაში ჩართული თითოეული დაინტერესებული მხარის როლი)? რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პრობლემის არსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად? რა სახის ანალოგიების გაკეთებაა შესაძლებელი? ◊ რეკომენდებული მეთოდები: თვითრეფლექსია, აზროვნების რუკები, სემანტიკური ანალიზი ◊ მასალები: დაფა/ფლიპჩარტი, წებოვანი ფურცლები, საწერი კალმები. ◊ რჩევა: აზროვნების რუკის მომზადება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, Jamboardის ან Miro-ის გამოყენებით, თუმცა, თუ შესაძლებელია, აღნიშნული პროცესი ფიზიკურ სივრცეში განახორციელეთ. • 2. დაკვირვება (1-2 საათი მოსამზადებლად, შესრულებისთვის რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე) ◊ მოდალობა: გუნდური მუშაობა ◊ სამუშაო კითხვები: როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ პრობლემის ფართო და სიღრმისეულ გაგებას? რა კითხვებია დასმული კვლევის წინაშე? საჭიროა თუ არა განსხვავებული საკვლევი კითხვები თითოეული დაინტერესებული ჯგუფის შემთხვევაში? რომელია ყველაზე ეფექტური გზა პრობლემის შესახებ საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად? როგორ მოვახდინოთ პრობლემის სწორად დოკუმენტირება?
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=