COSERE_WP4_Handbook_KA

98 | COSERE ◊ რეკომენდებული მეთოდები: ინტერვიუ კითხვარის, Google ფორმის, აუდიო ჩანაწერის მეშვეობით, იმერსია (სხვა დაინტერესებული მხარის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა), სამაგიდო კვლევა და ა.შ. ◊ მასალები: დაფა/ფლიპჩარტი საკვლევ კითხვებზე გონებრივი შტურმის ჩასატარებლად, წებოვანი ფურცლები, საწერი კალმები. ◊ რჩევა: დაკვირვების ფაზას ესაჭიროება დრო გამოკითხული პირებისგან უკუკავშირის მისაღებად. გუნდებთან ერთად შეაფასეთ, რა დრო იქნება საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად. არ გადააჭარბოთ ორკვირიან ვადას, რათა არ გამოგრჩეთ პრობლემის გადაჭრის პროცესში უკვე შესრულებული სამუშაო. • 3. სინთეზირება (1-3 საათი) ◊ მოდალობა: გუნდური მუშაობა ◊ სამუშაო კითხვები: რაში მდგომარეობს პრობლემა? რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემა სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის? ვეთანხმებით თუ არა ჩვენ, როგორც გუნდი, პრობლემის ფორმულირებას? შევძელით თუ არა ჩვენ, როგორც გუნდმა, პრობლემის არსის გაგება? არის ეს ახალი, თუ განმეორებადი ხასიათის პრობლემაა? არსებობს თუ არა ისეთი ციტატები, რომელთა გაზიარებაც სასარგებლო იქნება? ◊ რეკომენდებული მეთოდები: პასუხების დაჯგუფება, დიაგრამების შექმნა, რომლებზეც გამოსახავთ პასუხებსა და სასარგებლო ციტატებს. ◊ მასალები: დაფა/ფლიპჩარტი საკვლევ კითხვებზე გონებრივი შტურმის ჩასატარებლად, წებოვანი ფურცლები, საწერი კალმები. • 4. იდეაცია (1-3 საათი) ◊ მოდალობა: გუნდური მუშაობა ◊ სამუშაო კითხვები: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? როგორ ვაქციოთ პრობლემა შესაძლებლობად? როგორ გავფილტროთ, შევარჩიოთ და შევაფასოთ იდეები პროტოტიპირების ფაზისთვის? ◊ რეკომენდებული მეთოდები: გონებრივი შტურმი (მაგ.,ზღვის ვარსკვლავი), იდეების დაჯგუფება, იდეების შეფასება. ◊ მასალები: დაფა/ყავისფერი ფურცელი, წებოვანი ფურცლები/საწერი კალმები/ წებოვანი სტიკერები (რანჟირებისთვის). ◊ რჩევა: მოუწოდეთ მონაწილეებს, გააჟღერონ რაც შეიძლება მეტი იდეა, მათ შორის არარეალისტურიც, ვინაიდან ამ იდეების რომელიმე ნაწილი შესაძლოა პრობლემის გადაწყვეტა აღმოჩნდეს. • 5. პროტოტიპირება (1-2 საათი) ◊ მოდალობა: გუნდური მუშაობა ◊ სამუშაო კითხვები: როგორ გამოვსახოთ/წარმოვადგინოთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული იდეა? ◊ რეკომენდებული მეთოდები: სცენარის ილუსტრაცია, როლური თამაში, ლეგოს კუბიკების გამოყენება, ნახაზები, ნახატები და ა.შ.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=