COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 99 ◊ მასალები: დაფა/ყავისფერი ფურცელი, წებოვანი ფურცლები/საწერი კალმები/ საღებავი/ფუნჯები/ლეგოს კუბიკები და ა.შ. ◊ რჩევა: კრეატიულობის წახალისებას ესაჭიროება დიდი და ღია სივრცე. ამიტომ, აღნიშნული ფაზისთვის, შეარჩიეთ შესაბამისი ოთახი ან თუნდაც გარე სივრცე. • 6. ტესტირება (1-2 საათი) ◊ მოდალობა: გუნდური მუშაობა ◊ სამუშაო კითხვები: როგორ მოვახდინოთ ჩვენი საბოლოო იდეის სხვებისთვის მიწოდება? როგორ აღვწეროთ პროცესი, რომელმაც მოცემულ გადაწყვეტამდე მიგვიყვანა? რას ფიქრობენ სხვები ჩვენს გადაწყვეტაზე? არის რომელიმე ასპექტი, რომელიც შეიძლება შევცვალოთ/გავაუმჯობესოთ? არსებობს რაიმე ანალოგია სხვა გუნდის მიერ მოფიქრებულ გადაწყვეტასთან? ◊ რეკომენდებული მეთოდები: დამოკიდებულია პროტოტიპირების სესიის დროს გაკეთებულ არჩევანზე. ◊ მასალები: ფურცლები, საწერი კალმები ჩანაწერების გასაკეთებლად. ◊ რჩევა: მართალია, ამ ეტაპს მოჰყვება ფაქტობრივი შეფასება, თუმცა სასურველია, სესიის ბოლო 10-15 წუთი დაუთმოთ გამოცდილების შესახებ უკუკავშირის მოგროვებას. გ) შეფასება: ფაქტობრივი შეფასება უნდა განხორციელდეს დიზაინ აზროვნების პროცესის დასასრულს, რათა გაარკვიოთ, თუ რას ფიქრობდნენ დაინტერესებული მხარეები პროცესის მიმდინარეობისას და რა აზრის არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიიღეს ისეთი პრობლემის გადაჭრის პროცესში, რომელიც ზეგავლენას ახდენს მათ სასკოლო თემზე. იდეალურ შემთხვევაში, ამის განხორციელება სასურველია ანონიმურად და ონლაინ რეჟიმში. • უფრო დეტალურად ზემოაღნიშნული მეთოდის შესახებ, იხილეთ D-Learning სახელმძღვანელო (https://cesie.org/media/d-learning-manual-en.pdf). • სკოლის ხელმძღვანელობაში დიზაინ აზროვნების დასანერგად, შეგიძლიათ გამოიყენოთ IDEO-ს მიერ მასწავლებლებისთვის შემუშავებული დიზაინ აზროვნების მეთოდოლოგიის ნაკრები და ინსტრუმენტები (https://page.ideo.com/design-thinkingedu-toolkit).

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=