100 | COSERE 2.5. კონფლიქტის მართვა. სკოლაში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კონფლიქტი წარმოიშვას, რაც დამოკიდებულია მონაწილე პირების მოტივებსა და როლებზე. ამის გათვალისწინებით, არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია კონფლიქტების მართვა და პრევენცია. კონფლიქტი გარდაუვალი ფენომენია, რომელიც არ არის ყოველთვის მარტივად სამართავი ან ყოველთვის მოგვარებადი. შესაბამისად, მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა კონფლიქტებზე რეაგირებისა და მართვის შესახებ, რადგან მათ ყოველთვის არ იციან, თუ როგორ გააკეთონ ეს. ვინაიდან კონფლიქტურ გარემოში ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანების კეთილდღეობას, ჩვენ შემოგთავაზებთ გზებს, თუ როგორ მოვახერხოთ კონფლიქტების ამოცნობა, მართვა და პრევენცია, რათა შევქმნათ უფრო ჯანსაღი, პატივისცემაზე დამყარებული და ნაყოფიერი სასკოლო კლიმატი და კულტურა. აღნიშნულში შესაძლოა იგულისხმებოდეს ცოდნა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს კონფლიქტის შესახებ, თუმცა გადამწყვეტია, რამდენად კარგად ვიცნობთ კონფლიქტის არსს, რათა განზოგადების ნაცვლად, კონფლიქტის ცალკეულ შემადგენელ ასპექტებზე ვკონცენტრირდეთ.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=