COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 101 კონფლიქტის მართვა: რას ნიშნავს ეს? კონფლიქტი შეიძლება განიმარტოს, როგორც შეჯახება ორ ან მეტ დაპირისპირებულ მხარეს შორის; მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა (მიზნების შეუთავსებლობა, განსხვავებული შეხედულებები, ექსპლიციტური და/ან იმპლიციტური საჭიროებები და ა.შ.) თომას კილმანის „კონფლიქტის რეჟიმის ინსტრუმენტის“ მიხედვით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც მოსწავლეები ერთმანეთში კამათობენ იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აარჩიოს თამაში შესვენებისთვის. ზოგს შესაძლოა სურდეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმება ისეთ თამაშზე, რომელიც ყველას მოეწონება, ხოლო სხვებს კი სურდეთ თავიდან აიცილონ კონფლიქტი და სხვა ბავშვებს მისცენ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამავდროულად, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა დაპირისპირებაში შევიდნენ კამათში გამარჯვების მიღწევის მიზნით, ხოლო სხვებმა კი აირჩიონ თანამშრომლობა და ერთობლივად ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. იმის გაცნობიერებით, თუ როგორ აგვარებენ ადამიანები კონფლიქტებს, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ მყუდრო სასკოლო გარემო, რომელშიც ყველა წევრს ექნება განცდა, რომ მისი ესმით და კონფლიქტებიც მშვიდად გვარდება. ეს ყველაფერი გულისხმობს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოვაგვაროთ უთანხმოება პოზიტიური ფორმით. გაგება იმისა, თუ როგორ იწყება კონფლიქტები ისეთ გარემოში, როგორიცაა სკოლა, სადაც ადამიანებს მუდმივად უწევთ ერთად ყოფნა და გარკვეული დროის გატარება, ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტების აზრით, არსებობს კონფლიქტის 6 ტიპოლოგია: მოუგვარებელი კონფლიქტი ეს არის პრობლემა, რომელიც ჯერ ისევ გადაუჭრელია. მაგალითად, როდესაც მოსწავლეები მუდმივად კამათობენ იმაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს პროექტს. ლატენტური კონფლიქტი ეს ნიშნავს, რომ დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს, თუმცა, ჯერ არავისშეუმჩნევია ის. შესაძლოა, ეს იყოს მზარდი უთანხმოება მოსწავლეებს შორის სპორტულ გუნდში ადგილის დასაკავებლად. აღქმული კონფლიქტი ამ დროს ადამიანები უკვე იწყებენ გაცნობიერებას, რომ პრობლემა არსებობს. მაგალითად, მოსწავლეებმა შესაძლოა შეამჩნიონ, რომ ვერ თანხმდებიან საკლასო პროექტის შესახებ. ემოციური აღქმა ამ ეტაპზე, ადამიანები იწყებენ გარკვეული ემოციების შემჩნევას კონკრეტული სიტუაციის გარშემო. მაგალითად, როდესაც მოსწავლეები უკმაყოფილებას გამოხატავენ კამათისას. კონფლიქტის მანიფესტირება აქ უკვე ყველაფერი რეალურ სახეს იღებს. ეს ის შემთხვევაა, როცა იწყება უშუალოდ კამათი ან ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. კონფლიქტის შემდეგ ამ ეტაპზე, ვნებები უკვე ჩამცხრალია - მაგალითად, კონფლიქტის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს თავს არიდებენ.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=