COSERE_WP4_Handbook_KA

102 | COSERE აღნიშნული ეტაპების შესახებ ცოდნა, დაეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, უკეთესად გაუმკლავდნენ სკოლაში კონფლიქტებს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში კი, განმუხტონ სიტუაცია. როდესაც კონფლიქტის მართვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ინსტრუმენტს, დავის ან უთანხმოების მოსაგვარებლად და გადასაჭრელად. ჩვენი სურვილია, გავაუმჯობესოთ კონფლიქტის მართვის უნარი, რათა ხელი შევუწყოთ პოზიტიური ურთიერთობების, თანამშრომლობისა და ჯანსაღი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას. ზოგადად, ტერმინი „სასკოლო კულტურა“ ფორმალურ დონეზე ნიშნავს სკოლაში განსახორციელებელი პოლიტიკისა და პროგრამების ერთობლიობას; არაფორმალურ დონეზე კი მოიცავს ყოფაქცევას, დამოკიდებულებებსა და ისეთ დაუწერელ კანონებს, რომლებიც მხოლოდ სკოლაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე კი, „სასკოლო კლიმატი“ გულისხმობს სასკოლო გარემოს, რომელშიც გათვალისწინებულია მასში ჩართული ადამიანების ემოციური, ურთიერთობები და სოციალური ასპექტები. კონფლიქტური სიტუაციის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები კონფლიქტი სკოლაში მრავალი ფაქტორის გამო წარმოიშობა და შესაძლოა უკავშირდებოდეს სასკოლო თემის სოციალურ, პერსონალურ და გარემო დინამიკას. სკოლის წარმატებული ლიდერობისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება, ვინაიდან ისინი გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას უშუალოდ კონფლიქტის მახასიათებლებისა და ეფექტური გამოსავლის სტრუქტურირების შესახებ. ქვემოთ გაეცნობით კონფლიქტური სიტუაციების ძირითად გამომწვევ ფაქტორებს: ინდივიდუალური განსხვავება მოსწავლეებს, მასწავლებლებს, პერსონალს, ანუ ყველა მათგანს, განსხვავებული ხასიათი, სწავლის სტილი, ღირებულებები და კულტურული წარმომავლობა აქვთ. ამ განსხვავებებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობა და კონფლიქტები. ბულინგი და არაადეკვატური ქცევა შევიწროება, გამოხატული ვერბალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და/ან ონლაინ აგრესიის სახით, შესაძლოა გახდეს კონფლიქტის მიზეზი. არასათანადო ქცევა, როგორიცაა ჭორაობა და უხეში დამოკიდებულება, ასევე შეიძლება გახდეს დაძაბულობის მიზეზი. დისკრიმინაციამ (მაგ., ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, უნარშეზღუდულობის, ეკონომიკური მიკუთვნებულობის ნიშნით) და შედეგად განვითარებულმა დაძაბულობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. იგივე ეხება პედაგოგიურ და სკოლის სხვა პერსონალს, რომლებთანაც ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არასათანადო და დისკრიმინაციულ მოპყრობას. მეტოქეობა აკადემიური, სპორტული ან სოციალური მიღწევებისთვის შეჯიბრმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტოქეობა მოსწავლეებს შორის, წარმოშვას კონფლიქტები და დაძაბულობა. მეტოქეობა ასევე შეიძლება დაფიქსირდეს ორ ან მეტ მასწავლებელსა ან პერსონალის წევრს შორის.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=