COSERE | 103 ოჯახური/პირადი საკითხები ოჯახური/პერსონალური სირთულეები, მათ შორის განქორწინება, დაშორება ან სხვა საოჯახო თუ პირადი პრობლემები, გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე ნებისმიერ დონეზე და მაშინაც კი, თუკი არსებითი მიზეზები პირადი ხასიათისაა, მათ შეუძლიათ შეცვალონ ადამიანის ქცევა სკოლაში. კომუნიკაციის ნაკლებობა კომუნიკაციის ნაკლებობამ მოსწავლეებს შორის, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ან მასწავლებელსა და მშობლებს შორის შესაძლოა ხელი შეუწყოს გაუგებრობისა და კონფლიქტის ჩამოყალიბებას. კულტურული განსხვავებულობა კულტურულმა უთანასწორობამ შესაძლოა წარმოშვას კომუნიკაციის პრობლემები და კონფლიქტები, განსაკუთრებით ისეთ სასკოლო გარემოში, რომელშიც არ არსებობს გაზიარებული და მდგრადი სასკოლო პოლიტიკა, პროგრამები ან ღირებულებები (მაგ. პატივისცემა, თანასწორობა, არადისკრიმინაციული ქცევა და ა.შ.). აკადემიური წნეხი/სტანდარტები მაღალმა აკადემიურმა მოლოდინებმა და სტანდარტებმა შესაძლოა ასევე გამოიწვიოს დაძაბულობა და სტრესი. სოციალური იზოლაცია გარიყულობამ ან იზოლაციამ შესაძლოა გააჩინოს ადამიანებში სიბრაზისა და იმედგაცრუების განცდა, რაც კონფლიქტის წარმოშობის საფუძველია. პერსონალური ცვლილებები ყველა მოზარდი ფიზიკური და ემოციური ცვლილების ფაზებს გადის, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ ქცევასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. მხარდაჭერის ნაკლებობა მასწავლებლების, მეგობრების ან ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერის ნაკლებობამ შეიძლება წარმოშვას კონფლიქტი. ზემოაღწერილი ფაქტორები აშკარა და ნათელი ხდება მაშინ, როდესაც ვნებები უკვე ჩამცხრალია - მაგალითად, როდესაც მოსწავლეები, დაპირისპირების შემდეგ, ერთმანეთისგან თავის არიდებას იწყებენ.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=