COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 117 როგორ განვივითაროთ ანალიტიკური უნარები? ანალიტიკური უნარების განვითარებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლოგიკის კანონების ცოდნასა და აზროვნების პროცესში მათ გამოყენებას. ლოგიკა არის არგუმენტების სტრუქტურირებისა და შეფასების სქემა, რომელიც აუცილებელია კრიტიკული აზროვნებისთვის და პრობლემების გადასაჭრელად. ლოგიკის პრინციპების გაცნობიერებითა და დაცვით, ადამიანებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ ინფორმაციის ანალიზის უნარი, ამოიცნონ შაბლონები და გამოიტანონ სწორი დასკვნები. საჭიროებები და სურვილები ადამიანის ქცევა პირდაპირ უკავშირდება მასლოუს პიროვნების მოდელს. პირამიდის დასაწყისში მოცემულია საბაზისო, ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილებები, ხოლო ზედა შრეებში უკვე ჩნდება ესთეტიკისა და სულიერების მოთხოვნილება. ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანს უნდა შეეძლოს ამა თუ იმ ქცევის მასლოუს პირამიდის საფეხურებთან დაკავშირება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა – რა იყო ამა თუ იმ ქცევის ჭეშმარიტი და უმთავრესი მოტივი. ასევე უნდა შეგვეძლოს საჭიროებების სურვილებისგან განსხვავება. როგორ განვახორციელოთ ეს? გამოიყენეთ ტექნიკა “რატომ დიაგრამა?”. მაგალითისთვის აიღეთ ნებისმიერი ქცევა და დასვით შეკითხვა, თუ რატომ განახორციელა ადამიანმა ეს კონკრეტული ქმედება. პასუხის მიღებისთანავე, დასვით დამატებითი კითხვები. ადრე თუ გვიან მასლოუს პირამიდის რომელიმე საფეხურზე აღმოჩნდებით. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება საბაზისო მოთხოვნილებების დონე. არავერბალური კომუნიკაცია არავერბალურ ქცევებზე დაკვირვება, სავარაუდოდ, ყველაზე საიმედო მეთოდია ადამიანის ემოციური ინტელექტის შესაფასებლად. მხოლოდ ამ უნარის დაუფლებით, შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავიუმჯობესოთ გარშემომყოფებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. როგორ განვივითაროთ აღნიშნული უნარი? ამ უნარის გასავითარებლად საჭიროა აქტიური დაკვირვება და არავერბალური ქცევების შესწავლა სხვადასხვა კონტექსტში. არავერბალური სიგნალების წაკითხვის უნარის დახვეწა, იქნება ეს ოჯახის წევრებთან, ხელმძღვანელებთან, ქვეშევრდომებთან, მაღაზიის პერსონალთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს ემოციურ ინტელექტს. დაკვირვებისთვის უბრალოდ დროის გამოყოფაც კი, შესაძლოა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტი დასაქმების ადგილზე? ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის კარიერულ ზრდაზე. სამუშაო ადგილი სოციალური ეკოსისტემაა, სადაც ხდება სხვადასხვა ხასიათის, უნარის, შესაძლებლობისა და ემოციის გადაკვეთა. მაღალი ემოციური ინტელექტის (EQ) მქონე ადამიანები წარმატებას აღწევენ გუნდურ გარემოში, ზრუნავენ რა არა მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე, არამედ კოლეგების წარმატებაზეც, რაც საბოლოოდ პროდუქტიულობას ზრდის. ამის საპირისპიროდ კი, დაბალმა ემოციურმა ინტელექტმა შესაძლოა მავნე ზემოქმედება იქონიოს და პოტენციურად

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=