118 | COSERE ბულინგის, შევიწროებისა და პერსონალის დემოტივაციის სახით გამოვლინდეს. დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე პირები უმეტესად შემდეგი თვისებებით გამოირჩევიან: ქედმაღლობა, აგრესია და არასტაბილურობა, რაც ნებისმიერი სამუშაო გარემოსთვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, ემოციური ინტელექტი გადამწყვეტ როლს თამაშობს კანდიდატების შერჩევის პროცესში, მაგრამ ემოციური ინტელექტის რაოდენობრივი გაზომვა საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფსიქომეტრული ტესტები ემოციური ინტელექტის გასაზომად, მისი ეფექტურად შეფასება ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია რეალურ სიტუაციებში დაკვირვების შედეგად. აქედან გამომდინარე, კანდიდატების შერჩევისას, როგორც წესი, ტარდება გასაუბრება, რომლის მიზანიც ემოციური ინტელექტის შეფასებაა. ეფექტური ლიდერობა გულისხმობს სხვადასხვა პერსპექტივის, ტემპერამენტისა და წარმომავლობის მქონე ადამიანების ხელმძღვანელობას. შესაბამისად, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერის არსებობა აუცილებელია გუნდის ერთიანობის გასაძლიერებლად, დაძაბული სიტუაციების განსამუხტად, სტრესის მართვისა და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ასეთი ლიდერი ითვალისწინებს როგორც საკუთარ, ასევე თანამშრომლების ემოციურ მდგომარეობას და ამ ცოდნას შერჩევით იყენებს სასურველი შედეგების მისაღწევად. ემოციების მართვის ტექნიკები არსებობს კონკრეტული აზრები, რომლებიც აფერხებს ემოციების ეფექტურად მართვის უნარს და რომლებსაც ხშირად აზროვნების შეცდომებს ან მაგალითად, „ნეგატიური სათვალით“ და „შავ-თეთრ“ ან „ყველაფერი ან არაფერი“ აზროვნებას უწოდებენ. როდესაც ადამიანი სამყაროს ნეგატიური სათვალით უყურებს, ის, როგორც წესი, უგულებელყოფს პოზიტიურ მოვლენებს და ყურადღებას მხოლოდ უარყოფით ასპექტებზე ამახვილებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი, მათ შორის წარსული გამოცდილება ან ნეგატიური გარემოებები. მაგალითად, თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ უიღბლო ან ცუდი დღე აქვს, ის სავარაუდოდ, არაფრად ჩააგდებს კომპლიმენტებს ან წარმატებისგან მიღებული კმაყოფილების განცდას. შესაბამისად, აზრებს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს დღის განმავლობაში ადამიანის უპირატეს ემოციებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ჩვენივე აზროვნებაში ამგვარი ემოციების ამოცნობა. შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როდის გვებადება ამგვარი აზრები და ობიექტურად შევაფასოთ, ვახდენთ თუ არა „პოზიტიურ იგნორირებას“ ან „მინიმიზაციას“, ან ხომ არ განვაზოგადებთ რომელიმე ნეგატიურ მოვლენას სხვა ყველაფერზე. ნეგატიურ აზრებთან ეფექტური ბრძოლისთვის სასარგებლოა კრიტიკული აზროვნების განვითარება. ამაში იგულისხმება პოზიტიური მოვლენების შემჩნევა, კომპრომისებზე წასვლა, ნაცვლად უკიდურესი პოზიციების დაკავებისა, ინფორმაციის მოძიება სანდო პირისგან, რომელსაც შეუძლია გარე დამკვირვებლის ხედვის შემოთავაზება. ამით შევიქმნით რეალურ აღქმას, რომელიც, შესაძლოა, მანამდე ძლიერი ემოციებით დაიჩრდილა და საბოლოო ჯამში, დაგვეხმარება უფრო მეტად დაბალანსებული და კონსტრუქციული რეაგირება მოვახდინოთ. ემოციების გამოხატვასა და მართვაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის როლი. დაკვირვებიხართ ფიზიკურ შეგრძნებებს, რომლებიც სიბრაზის, მოწყენილობის ან ბედნიერების განცდის
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=