COSERE | 119 მომენტებში ვლინდება? მაშინ, როცა მარტივია სიბრაზის ამოცნობა, არის თუ არა იგივენაირად მარტივი იმის გარჩევა, თუ როდის ქრება სიბრაზე? ჩვენს სხეულებრივ შეგრძნებებზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორ ვლინდება სხვადასხვა ემოცია ფიზიკურად და სხეულის რომელ ნაწილში შევიგრძნობთ მათ. ეს ცოდნა გადამწყვეტია ემოციების ეფექტური მართვისთვის. თვითდაკვირვების უნარის გაძლიერების ერთ-ერთი მარტივი მეთოდია კონტროლირებადი სუნთქვა. ემოციებზე იმპულსურად რეაგირების ნაცვლად, რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვა, დაგეხმარებათ უფრო რაციონალური რეაქციის განვითარებაში. ყოველდღიურად რამდენიმე წუთი დაუთმეთ სუნთქვით ვარჯიშებს. ეს პრაქტიკა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ თვითშემეცნებასა და ემოციების მართვის უნარს. როგორც წესი, ადამიანები უფრო მარტივად ნეგატიურ მოვლენებს იმახსოვრებენ. ესაა თვისება, რომელიც ჩადებულია ჩვენს ევოლუციურ განვითარებაში, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი გზა. შესაბამისად, წარსულ გამოცდილებაზე ფიქრისას, შესაძლოა არაპროპორციულად გავიხსენოთ ნეგატიური მოვლენები, რის გამოც გარკვეული მომენტები უფრო მეტად ნეგატიურად აღვიქვათ, ვიდრე სინამდვილეში იყო. ემოციების შეფასებისას მხოლოდ მეხსიერებაზე დაყრდნობის რისკის შესამცირებლად სასარგებლოა ყოველდღიურად ჩანაწერების გაკეთება, რაც უფრო მეტად ობიექტური მონაცემების შეგროვებაში დაგეხმარებათ: ყოველდღე გამოყავით მცირეოდენი დრო და გააკეთეთ მარტივი ჩანაწერები განცდილი ყველაზე ძლიერი ნეგატიური თუ დადებითი ემოციების შესახებ. მოკლედ აღწერეთ სიტუაცია და დაარქვით კონკრეტულ ემოციას სახელი. შეაფასეთ ემოციის ინტენსივობა შკალის მეშვეობით, შემდეგ კი მოკლედ აღწერეთ ემოციასთან გასამკლავებლად გამოყენებული ქცევა და მისი ეფექტურობა. რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს, რათა დაადგინოთ განმეორებადი შაბლონები, ქცევები, სიტუაციები, ემოციები ან აზრები. ზემოთ ნახსენები კითხვების დასმა დაგეხმარებათ ეფექტური ფუნქციონირების შემაფერხებელი საკვანძო ფაქტორების იდენტიფიცირებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ემოციების მართვა ემოციების კონტროლისაგან. კონტროლი ხშირად გულისხმობს დათრგუნვასა და მოთმენას, რაც საბოლოოდ ემოციურ აფეთქებაში გადაიზრდება. ამის საპირისპიროდ კი ემოციების მართვა გულისხმობს ემოციების სოციალურად მისაღები და ეფექტური ფორმით გამოხატვას ყოველგვარი დათრგუნვის გარეშე. ზემოაღწერილი ტექნიკები არა მხოლოდ ზრდის ემოციების გაცნობიერებას, არამედ აუმჯობესებს სხვა ადამიანის ემოციების ამოცნობის უნარს. მათი გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ განივითარონ ემოციური ინტელექტი, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი აღქმები და წვლილი შეიტანონ კოლექტივის ემოციურ ზრდაში.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=