120 | COSERE 3.2. პერსონალის სტრესის მართვა. პროფესიული სტრესი ფართოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება ადამიანის პროფესიულ ცხოვრებაში. ეს არის ადამიანის უნივერსალური რეაქცია სხვადასხვა სტიმულზე, რომელიც განსხვავებულად ვლინდება თითოეულ ინდივიდში, თუმცა, როგორც წესი, იწვევს დაძაბულობას მთელს სხეულში. პროფესიული სტრესი მნიშვნელოვნად მოქმედებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, განწყობასა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე. შესაბამისად, თანამედროვე მიდგომების მიზანია სტრესის ეფექტური მართვის სტრატეგიების შემუშავება. სტრესის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად აუცილებელია სტრესის ეფექტური მართვა. ორგანიზაციაში სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებას სჭირდება კეთილდღეობის შემაფერხებელი სტრეს-ფაქტორების იდენტიფიცირება და ანალიზი. პროფესიულ საქმიანობაში გასათვალისწინებელია სხვადასხვა სტრეს-ფაქტორი, მათ შორის სოციალური (მაგალითად, კრიზისი და რასიზმი), ფიზიკური (მაგალითად, კლიმატი, ხმაური, განათება და დაბინძურება), ბიოლოგიური (მაგალითად, ძილის ნაკლებობა, ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და დაავადებები), ფსიქოლოგიური (მაგალითად, შფოთვა, თვითშეფასების პრობლემები და ნევროზი), ინტერპერსონალური (მაგალითად, კონფლიქტები, ოჯახური თუ ფინანსური პრობლემები) და სამუშაოსთან დაკავშირებული (მაგალითად, შეუსაბამო ჯილდო, სამუშაო განრიგი და როლური კონფლიქტები). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სტრესორები განსხვავებულად მოქმედებს ადამიანებზე, მათმა ერთობლიობამ შესაძლოა პროფესიული სტრესი გამოიწვიოს. ამიტომ სტრესის ეფექტური მართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=