COSERE | 121 ცალ-ცალკე განვიხილოთ შესაძლო სტრეს-ფაქტორები: • ორგანიზაციული ფაქტორები, მათ შორის დისტანცია ხელმძღვანელობის მხრიდან, ცენტრალიზაცია, წინსვლის შეზღუდული შესაძლებლობები, არასაკმარისი დადებითი უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, საკამათო სამიზნეები, გაურკვეველი ან დუბლირებული ფუნქციები, არარეალური მიზნები და მკაცრი კონტროლ მიანიშნებს ორგანიზაციის მართვის ხარვეზებზე. • სოციალური სტრესორები, როგორებიცაა დასაქმების ადგილზე სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა, გარიყულობა, ინდივიდუალური და გუნდში არსებული კონფლიქტები, ბულინგი და დისკრიმინაცია, თანაბრად საყურადღებოა და შესაძლოა დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. • სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესორები, მათ შორის მუშაობის სწრაფი ტემპი, ხანგრძლივი სამუშაო საათები და მუდმივი გადატვირთულობა, უარყოფითად აისახება თანამშრომლების პროდუქტიულობაზე და, შესაბამისად, კომპანიის შედეგებზე. • მონოტონური სამუშაო, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას, თუმცა ნაკლებ პასუხისმგებლობას, შესაძლოა ასევე გახდეს შფოთვის გამომწვევი ფაქტორი. • როლური გაურკვევლობა გულისხმობს სიტუაციებს, როდესაც პერსონალის წევრებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების შესახებ. მათ მკაფიოდ არ იციან, თუ რას მოელიან მათგან კოლეგები და არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საკუთარი პასუხისმგებლობის საზღვრების შესახებ. • განსხვავებული ხასიათი და ჯანმრთელობის მდგომარეობა - ის, რაც შეიძლება იყოს სტრესის წყარო ერთი ადამიანისთვის, მაგალითად, ერთფეროვანი სამუშაო, შესაძლოა კომფორტული აღმოჩნდეს სხვებისთვის. გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კონფლიქტური სიტუაციების მიმართ, რომლებიც სხვა ადამიანებს შესაძლოა სულაც არ აწუხებდეთ. თუმცა, ორგანიზაციული და სოციალური სტრესორები, როგორებიცაა შევიწროება, ძალადობა და დისკრიმინაცია, უარყოფითად აისახება ყველა დასაქმებულზე. გარდა ამისა, თანამშრომლები მწვავედ განიცდიან არასტაბილურ სამუშაოსთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სამუშაოს დაკარგვის შიშს. როგორ გავუმკლავდეთ პროფესიულ სტრესს? პროფესიული სტრესი თითქმის გარდაუვალია, თუმცა მისი ეფექტურად მართვა შესაძლებელი. სტრესთან გამკლავებისას სასურველია, ადამიანებმა გადააფასონ საკუთარი შეხედულებები და შეიტანონ საჭირო ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში პროფესიული სტრესის დასაძლევად. სტრესის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული ასპექტია პოტენციური სტრესორების იდენტიფიცირება - იმის დადგენა, თუ რა აწუხებს ადამიანს. პირველადი სტრესორების იდენტიფიცირების შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება მათი მართვა და კონტროლი. თუმცა არსებობს სიტუაციები, რომლებშიც კონკრეტული სტრესორის მართვა შესაძლოა გართულდეს. ასეთ შემთხვევებში ადამიანებმა უნდა შეაფასონ საკუთარი უნარი, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლიათ მართონ სტრესული სიტუაცია. თუკი სტრესორი მართვას ექვემდებარება, მნიშვნელოვანია, არსებული პრობლემის მკაფიოდ აღწერა და შერბილების სტრატეგიების შემუშავება.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=