COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 123 მეოთხე სვეტში მიუთითეთ მოვლენები, რომლებიც ხელს უწყობს “ცხელ-ცხელ” ფიქრებს, მომდევნო გრაფაში კი მოვლენები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამგვარ აზრებს. მაგალითად, „სინამდვილეში, ჩემი ანალიზი იყო დასაბუთებული და სათანადო მონაცემებითაც გამყარებული“. ანალიზის დასრულების შემდეგ მეექვსე სვეტში შეაჯამეთ მე-4 და მე-5 გრაფაში მითითებული აზრები. მაგალითად, „ნამდვილად კარგი ანალიზი გავაკეთე, თუმცა სულ მთლად უნაკლოც არა“ ან „ინციდენტი გამოიწვია გაუგებრობამ და მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს ჩემი კოლეგების აზრზე“. და ბოლოს, ანალიზის დასრულების შემდეგ დააკვირდით თქვენს განწყობებს და ბოლო სვეტში მიუთითეთ თქვენი ემოციები. სტრესის შემსუბუქებისადმი ეფექტური მიდგომა გულისხმობს სამუშაოთი კმაყოფილების გაზრდასა და სამუშაო გარემოს ოპტიმიზაციას. ამისთვის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ერთ-ერთი მეთოდია ავტონომიური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც სხვადასხვა ამოცანის შესრულება და უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც, ზოგადად, სამუშაოთი კმაყოფილებას გააუმჯობესებს. კიდევ ერთი პრაქტიკული მეთოდია სამუშაოს რესტრუქტურიზაცია. მაგალითად, სამუშაოს გამრავალფეროვნება; როდესაც თანამშრომლებს ერთდროულად სხვადასხვა მოვალეობა ეკისრებათ, კვლევების თანახმად, ეს დადებითად აისახება სამუშაოთი კმაყოფილების მაჩვენებელზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომლების ჩართვა ზრდის კონკრეტული ამოცანის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობას, რაც პროდუქტიულობის გაუმჯობესების საფუძველია. ასევე სასარგებლოა მოქნილი სამუშაო გრაფიკის დანერგვა, რაც დადებითად აისახება თანამშრომლების სულისკვეთებასა და პროდუქტიულობაზე.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=