COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 125 3.3. პროფესიულ გადაწვასთან გამკლავება. პროფესიული გადაწვის კვლევა 1970-იან წლებში შეერთებულ შტატებში დაიწყო და თავდაპირველად ფოკუსირებული იყო სოციალურ სერვისებში მომუშავე ადამიანებზე. კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ არცერთი პროფესია პროფესიული გადაწვისგან დაზღვეული არ არის. განათლების სექტორში მასწავლებელთა პროფესიული გადაწვის პრევენცია და მასთან გამკლავება უმთავრესი საზრუნავია. მასწავლებლებისთვის აუცილებელია პოზიტიური ხედვის შენარჩუნება სამუშაოს, კოლეგებისა და მოსწავლეების მიმართ, რათა ეფექტურად წარმართონ საგანმანათლებლო პროცესი. თუმცა თანამედროვე სკოლებში პედაგოგების წინაშე არსებული უამრავი ვალდებულება ხშირად იწვევს ხანგრძლივ სტრესს და შედეგად პროფესიულ გადაწვას. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა პედაგოგების მოვალეობების შინაარსი, ორგანიზაციული წნეხი, ანუ მეტი რეზულტატის მიღება შეზღუდული რესურსებით, როლური კონფლიქტები, გაურკვევლობა, გადატვირთულობა, ხშირი და პოტენციურად სტრესული ურთიერთქმედება მოსწავლეებთან, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან, განაპირობებს მასწავლებლების მოწყვლადობას პროფესიული გადაწვისადმი. აღნიშნული არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, არამედ აისახება სწავლების ხარისხზეც. კვლევები ცხადყოფს, რომ პროფესიული გადაწვის ქვეშ მყოფი მასწავლებლები, უფრო მეტად მიდრეკილნი არიან დოგმატური პედაგოგიური მეთოდების გამოყენებისკენ და მკაცრად იცავენ დადგენილ სტრუქტურებსა და რუტინებს, რაც საგანმანათლებლო რეფორმის ხელისშემშლელი ფაქტორებია (Cunningham, 1983). თანამშრომელთა პროფესიული გადაწვისგან გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი ნებისმიერი ორგანიზაციისათვის არის შესრულების ეფექტურობის დაქვეითება. გადაღლილი მასწავლებლები ნაკლებად პროდუქტიულნი არიან, რაც გავლენას ახდენს როგორც მათ პედაგოგიურ საქმიანობაზე, ისე მთლიანად სამუშაოს შესრულებაზე. გარდა ამისა, ისინი ნაკლებ დახმარებას სთავაზობენ კოლეგებს და ავლენენ შემცირებულ ორგანიზაციულ პასუხისმგებლობას (Bakker, Demerouti, & Verbeke, 2004). პროფესიული გადაწვა ამცირებს პროფესიისადმი ერთგულებას და ზრდის თანამშრომლების მხრიდან სამუშაოს მიტოვების რისკს. მეტიც, პროფესიული გადაწვა შესაძლოა იყოს „გადამდები“, ვინაიდან გადაღლილი თანამშრომლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კოლეგებთან კონფლიქტებისკენ, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს კოლექტივის მიზნებს. რას ნიშნავს პროფესიული გადაწვა? პროფესიული გადაწვის საყოველთაოდ აღიარებული და შეთანხმებული განმარტება არ არსებობს. სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთ განმარტებას შეხვდებით, ხოლო თითოეული მათგანი აღნიშნული ფენომენის განსხვავებულ განზომილებას აღწერს, კონკრეტული თეორიული მოდელების ფარგლებში. მაგალითად, ფროიდენბერგერი და რიჩელსონი პროფესიულ გადაწვას აღწერენ, როგორც “გადაღლილობის ან იმედგაცრუების მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია სასურველი ჯილდოს მიუღებლობის შედეგად, მიუხედავადიმისა,რომპიროვნებაინარჩუნებსერთგულებასსამუშაოსადმი,ცხოვრებისწესის ან ურთიერთობის მიმართ”. კიდევ ერთი აღიარებული განმარტება პროფესიულ გადაწვას აღწერს, როგორც ფიზიკური, ემოციური და კოგნიტიური გადაქანცვის მდგომარეობას, გამოწვეულს ემოციურად მომთხოვნი სიტუაციების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=