COSERE_WP4_Handbook_KA

126 | COSERE ალტერნატივის სახით, პროფესიული გადაწვა შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქრონიკული, ნეგატიური, სამუშაოსთან დაკავშირებული განწყობა „ნორმალურ“ ადამიანებში, უპირველეს ყოვლისა, გამოხატული დაქანცულობით, რომელსაც თან ახლავს სტრესი, ეფექტურობის დაქვეითების განცდა, შემცირებული მოტივაცია და სამსახურში დისფუნქციური დამოკიდებულებებისა და ქცევების დემონსტრირება“. ადამიანები, რომლებიც პროფესიულ გადაწვას განიცდიან, ხშირად ამბობენ: “იმედგაცრუებული ვარ. სულ უფრო და უფრო მიჭირს კარგად მუშაობა და ეს მდგომარეობა თანდათან უარესდება”, “დავკარგე ინტერესი სამუშაოსადმი, რომელიც ოდესღაც სიამოვნებას მანიჭებდა” ან “ვგრძნობ ემოციურ და ფიზიკურ გადატვირთვას და თითქოს ხაფანგში ვარ გაბმული, საიდანაც გამოსავალი არ მოჩანს“. ჰაბერმანი გვთავაზობს პროფესიული გადაწვის ქცევით განმარტებას, რომელსაც შემდეგნაირად აღწერს: „მდგომარეობა, როდესაც მასწავლებელი ჯერ კიდევ რჩება თანამშრომლად, რომელსაც ხელფასს უხდიან, თუმცა უკვე აღარ ფუნქციონირებს როგორც პროფესიონალი. იგი აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას, მაგრამ აღარ აქვს ემოციური ჩართულობა და ეფექტიანობის განცდა. იგი მიდის რწმენამდე, რომ მისი ძალისხმევა დადებითად აღარ იმოქმედებს მოსწავლეთა ცხოვრებაზე და დაუკარგავს მათ ინტერესს მნიშვნელოვანი მიღწევების მიმართ. შესაბამისად, ის თანდათან გადაიქცევა გაუცხოებულ თანამშრომლად, რომელიც აღარც პასუხისმგებლობას გრძნობს და აღარც ანგარიშვალდებულებას მოსწავლის ქცევაზე, სწავლასა თუ სხვა ასპექტებზე. მისი ერთადერთი მიზანია, შეასრულოს მოთხოვნების მინიმუმი და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი“ (Haberman,1995). პროფესიული გადაწვის სამი ფაქტორი და მათ შორის ურთიერთკავშირი თავდაპირველად, პროფესიული გადაწვის კონცეფცია ერთგანზომილებიან მოდელად განისაზღვრა. თუმცა მასლაჩმა გააფართოვა და შეიმუშავა მრავალგანზომილებიანი მოდელი, სამი ძირითადი ფაქტორის მითითებით: ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების შემცირება. • ემოციური გამოფიტვის (EE)დროსადამიანსუჩნდებაგანცდა,რომპირადიემოციური რესურსი ამოწურა და სტრესორების მიმართ ძალიან მოწყვლადია, უჩნდება დაღლილობის შეგრძნება, რომელიც სამუშაოს სპეციფიკური მოთხოვნებით არის გამოწვეული. • ემოციური გამოფიტვის (EE)დროსადამიანსუჩნდებაგანცდა,რომპირადიემოციური რესურსი ამოწურა და სტრესორების მიმართ ძალიან მოწყვლადია, უჩნდება დაღლილობის შეგრძნება, რომელიც სამუშაოს სპეციფიკური მოთხოვნებით არის გამოწვეული. • შემცირებული პერსონალური მიღწევების (PA) დროს პიროვნებას უვითარდება არაკომპეტენტურობის, წარუმატებლობის განცდა და წარმატების მიღწევის დაქვეითება პროფესიულ სფეროში. ადამიანი საკუთარ შესრულებას კოლეგებთან შედარებით დაბალ შეფასებას აძლევს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=