COSERE | 127 პროფესიული გადაწვის სიმპტომები და ნიშნები პროფესიული გადაწვის ნიშნების ადრეულ გამოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი პრევენციისთვის. თუმცა ეს ნიშნები ექსკლუზიურად მხოლოდ პროფესიულ გადაწვას არ ახასიათებს, რაც იდენტიფიცირებას ართულებს. მიუხედავად ამისა, ავტორების უმეტესობა თანხმდება, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნების არსებობა მიუთითებს პროფესიულ გადაწვაზე, თუმცა ყველა აღწერილი სიმპტომი ერთდროულად იშვიათად ვლინდება. ინდივიდუალურ დონეზე შოფელი და ენზმანი ყურადღებას ამახვილებენ 5 სიმპტომზე: აფექტური, კოგნიტიური, ფიზიკური, ქცევითი და მოტივაციური. აფექტურ ნიშნებში შედის დეპრესიული ან ცვალებადი გუნება-განწყობა, სევდა, ემოციური გადაღლა, მომატებული დაძაბულობა და შფოთვა. კოგნიტიური სიმპტომები მოიცავს უმწეობის, მნიშვნელობისა და იმედის დაკარგვის განცდას, ხაფანგში გაბმის შეგრძნებას, წარუმატებლობის გრძნობას, დაბალ თვითშეფასებას, დანაშაულის შეგრძნებას, სუიციდურ აზრებს, კონცენტრაციის გაძნელებას, გულმავიწყობასა და ამოცანების შესრულების სირთულეს. ფიზიკური სიმპტომებიდან შეიძლება გამოვყოთ: თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, ძილის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და ქრონიკული დაღლილობა. ქცევითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ჰიპერაქტიურობას, იმპულსურობას, კოფეინის, თამბაქოს, ალკოჰოლის ან არალეგალური ნარკოტიკების ჭარბ მოხმარებას, რეკრეაციული აქტივობებისგან თავის არიდებას და აკვიატებულ ჩივილებს ან უარყოფას. მოტივაციურ ნიშნებში შეიძლება მოიაზრებოდეს ენთუზიაზმის, იდეალიზმის ან სამუშაოსადმი ინტერესის დაკარგვა, ასევე იმედგაცრუების ან სევდის განცდა.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=