COSERE_WP4_Handbook_KA

148 | COSERE 4. დამტკიცება და განხორციელება: • აღწერა: პროგრესის აღიარება, პასუხისმგებლობის აღება და წინსვლისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა. • განხორციელება: ◊ აღიარეთ მსმენელის პროგრესი, ძლიერი მხარეები და ერთგულება სასურველი შედეგის მიღწევისადმი. ◊ დაეხმარეთ მსმენელს, შეიმუშაოს კონკრეტული სამოქმედო ეტაპები წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ◊ შეკითხვის მაგალითი: “რა სახის კონკრეტული ქმედებები შეგიძლიათ განახორციელოთ დღეს, რათა მიუახლოვდეთ სასურველ შედეგს?” პრაქტიკული მაგალითი: ქოუჩინგის სცენარი: პროფესიონალი მუშაკის მიზანია დროის მართვის უნარების გაუმჯობესება. • 1. შედეგი: ◊ მსმენელის მიზანი: ეფექტურად მართოს დრო და შეამციროს პროკრასტინაცია. ◊ ქოუჩის როლი: დაეხმაროს მსმენელს განსაზღვროს, თუ რას ნიშნავს მისთვის დროის ეფექტური მართვა და დაისახოს მკაფიო მიზანი (მაგ., ამოცანის მუდმივად ვადამდე ადრე შესრულება). • 2. სკალირება: ◊ მსმენელის შეფასება: დროის მართვის კუთხით საკუთარ უნარს აფასებს 10-დან 5 ქულით, ხშირი გონებაგაფანტულობისა და ვადების დარღვევის გამო. ◊ ქოუჩის როლი: გამოიკვლიოს, თუ რა განაპირობებს მსმენელის ზემოაღნიშნულ შეფასებას, განსაზღვროს გამოსასწორებელი ასპექტები და აღნიშნოს მსმენელის ეფექტური უნარები. • 3. ნოუჰაუ: ◊ მსმენელის ძლიერი მხარე: ამოცანების პრიორიტეტიზაციის უნარი, სტრუქტურირებული გრაფიკით წარსულში მუშაობის წარმატებული გამოცდილება. ◊ ქოუჩის როლი: მოუწოდოს მსმენელს, გამოიყენოს აღნიშნული სიძლიერე და წარსულში მიღწეული წარმატებები დროის მართვის ეფექტური სტრატეგიების მოსაფიქრებლად. • 4. დამტკიცება და განხორციელება: ◊ მსმენელის პასუხისმგებლობა: იღებს ვალდებულებას, გამოიყენოს ამოცანების პრიორიტეტიზაციის ტექნიკები და დაგეგმოს მიზანზე ორიენტირებული სამუშაო შეხვედრები. ◊ ქოუჩის როლი: დაადასტუროს მსმენელის ვალდებულება, დაეხმაროს სტრუქტურირებული გეგმის შედგენაში და უზრუნველყოს მხარდაჭერა და ანგარიშვალდებულება. OSKAR მოდელის გამოყენება გულისხმობს მსმენელის დახმარებას, გაიაროს ზემოაღნიშნული ეტაპები, ფოკუსირდეს ძლიერ მხარეებზე, რესურსებსა და ქმედით ნაბიჯებზე სასურველი შედეგის მისაღწევად.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=