COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 149 3. მოდელი CLEAR: • შეთანხმება: ქოუჩინგის მიზნების, როლებისა და საზღვრების დადგენა. • მოსმენა: აქტიური მოსმენა მსმენელის პერსპექტივებისა და წუხილის გასააზრებლად. • მოკვლევა: შესაძლებლობების, ვარიანტებისა და პოტენციური გადაწყვეტის გზის მოძიება. • მოქმედება: კონკრეტული ქმედებების, ვალდებულებებისა და ვადების განსაზღვრა. • მიმოხილვა: რეფლექსია მიღწეულ პროგრესსა და ცოდნაზე, სტრატეგიების დარეგულირება საჭიროების შემთხვევაში. მოდით, შევისწავლოთ CLEAR ქოუჩინგის მოდელი, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ქოუჩინგის სესიებზე: მოდელი CLEAR: 1. შეთანხმება: • აღწერა: ქოუჩინგის მიზნების, როლებისა და საზღვრების დადგენა. • განხორციელება: ◊ განსაზღვრეთ ქოუჩინგის მიმართ მოლოდინები და მიზნები. ◊ განსაზღვრეთ როლები, პასუხისმგებლობები, კონფიდენციალურობა და ქოუჩინგის პროცესი. ◊ ქმედების მაგალითი: მიაღწიეთ შეთანხმებას, რომელშიც გაიწერება ქოუჩინგის მიზანი, სესიების სიხშირე და კონფიდენციალურობა. 2. მოსმენა: • აღწერა: აქტიური მოსმენა მსმენელის პერსპექტივისა და წუხილების გასააზრებლად. • განხორციელება: ◊ ყურადღებით მოუსმინეთ განსჯის ან შეწყვეტინების გარეშე. ◊ გაიაზრეთ მსმენელის განცდები და იდეები, მხარდამჭერი გარემოს უზრუნველსაყოფად. ◊ ქმედების მაგალითი: კიდევ ერთხელ მოახდინეთ რეფლექსია მსმენელის განცდებსა და აზრებზე, რათა დარწმუნდეთ რომ კარგად გაიგეთ მათი შინაარსი. 3. მოკვლევა: • აღწერა: შესაძლებლობების, ვარიანტებისა და პოტენციური გადაწყვეტების შესწავლა. • განხორციელება: ◊ მოუწოდეთ მსმენელს, მოიკვლიოს სხვადასხვა პერსპექტივა და პოტენციური სტრატეგიები. ◊ გამოიყენეთ ღია ტიპის კითხვები შემოქმედებითი აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარის სტიმულირებისათვის. ◊ ქმედების მაგალითი: გონებრივი შტურმის საშუალებით, მოიფიქრეთ პოტენციური გზები სირთულეების გადასაჭრელად ან მიზნების მისაღწევად.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=