150 | COSERE 4. მოქმედება: • აღწერა: კონკრეტული ნაბიჯების, ვალდებულებებისა და ვადების განსაზღვრა. • განხორციელება: ◊ მსმენელთან ერთად მოიფიქრეთ კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები. ◊ დარწმუნდით, რომ ქმედებები არის კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი (SMART). ◊ ქმედების მაგალითი: დაეხმარეთ მსმენელს, შეიმუშაოს დეტალური სამოქმედო გეგმა მკაფიო ეტაპებისა და ვადების მითითებით. 5. მიმოხილვა: • აღწერა: რეფლექსია მიღწეულ პროგრესსა და ცოდნაზე, სტრატეგიების ადაპტირება, საჭიროების შემთხვევაში. • განხორციელება: ◊ რეგულარულად მიმოიხილეთ მიზნებისკენ სწრაფვის პროცესი და შეაფასეთ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობა. ◊ დაფიქრდით მიღებულ გამოცდილებაზე და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ მიდგომა, რათა არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. ◊ ქმედების მაგალითი: დაგეგმეთ პერიოდული მიმოხილვითი სესიები პროგრესის შესაფასებლად, მიღწევების აღსანიშნად და სამოქმედო გეგმაში საჭირო ცვლილებების შესატანად. პრაქტიკული მაგალითი: ქოუჩინგის სცენარი: მენეჯერის მიზანია გუნდში კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება. • 1. შეთანხმება: ◊ ჩამოაყალიბეთ ქოუჩინგის მიზანი: გუნდში კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება. ◊ განსაზღვრეთ როლები და მოვალეობები: მენეჯერი ასრულებს მსმენელის, ხოლო ქოუჩი ფასილიტატორის როლს. ◊ ქმედების მაგალითი: შეთანხმდით ქოუჩინგის სესიების სიხშირესა და ფორმატზე. • 2. მოსმენა: ◊ მენეჯერის წუხილი: კომუნიკაციის პრობლემები და გუნდის წევრებს შორის გუნდური თანამშრომლობის ნაკლებობა. ◊ ქოუჩის როლი: მოუსმინოს აქტიურად, გაიზიაროს მენეჯერის პრობლემა და შექმნას მხარდამჭერი გარემო. • 3. მოკვლევა: ◊ მენეჯერის იდეები: გუნდის გამაძლიერებელი (თიმბილდინგი) აქტივობების განხორციელება, გუნდის რეგულარული შეხვედრების დაგეგმვა, გუნდში როლების მკაფიოდ განსაზღვრა. ◊ ქოუჩის როლი: მოუწოდოს მსმენელს გამოიკვლიოს სხვადასხვა სტრატეგია, დაუსვას საცდელი კითხვები, რათა უფრო ღრმად ჩასწვდეს მის თითოეულ მოსაზრებას.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=