COSERE | 15 2.3. მოტივაციის თეორიების მიმოხილვა: 2.3.1. აბრაამ მასლოუ – მოთხოვნილებათა ფსიქოლოგიური თეორია. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია, შემოთავაზებული აბრაამ მასლოუს მიერ, წარმოადგენს ჩარჩოს, რომლის თანახმად, ადამიანის მოტივაცია მომდინარეობს ხუთი ფუნდამენტური კატეგორიის იერარქიიდან: ფიზიოლოგიური, უსაფრთხოება, სიყვარული, პატივისცემა და თვითრეალიზაცია. აღნიშნული თეორია ამტკიცებს, რომ როდესაც ადამიანები ახერხებენ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ უძლიერდებათ წარმატების განცდა და მოტივაცია. მასლოუს სქემა განმარტავს ადამიანის მოტივაციის თეორიას და გვთავაზობს საშუალებას, რითაც შეგვიძლია უკეთ გავაცნობიეროთ ადამიანის ქცევა და კეთილდღეობა. გაეცანით მასლოუს პირამიდის თითოეულ კატეგორიას, დაწყებული ფუნდამენტური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით, რაც უშუალოდ თვითგადარჩენის მოთხოვნილებასთანაა კავშირში, თვითრეალიზაციის მოთხოვნილებით დასრულებული, რომელიც ადამიანის სრული პოტენციალის გამოვლინებას გულისხმობს. (https://www. thoughtco.com/maslows-hierarchy-of-needs-4582571)
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=