COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 153 • 3. რეალობა: ◊ მსმენელის შეფასება: თავდაჯერებულობის ნაკლებობა და პრეზენტაციების მომზადების სირთულე. ◊ ქოუჩის როლი: მოუწოდოს მსმენელს, გაიაზროს არსებული გამოწვევები, მათ შორის კონკრეტული გარემოებები ან ასპექტები, რომლებიც მასში იწვევს დისკომფორტს ან გაურკვევლობის განცდას. • 4. ვარიანტები: ◊ მსმენელის იდეები: ივარჯიშოს მეტყველებაში სარკის წინ, დაესწროს საჯარო გამოსვლებს, მოიძიოს უკუკავშირი კოლეგებისგან. ◊ ქოუჩის როლი: ეხმარება სხვადასხვა სტრატეგიასა თუ ნაბიჯების მოფიქრებაში და უზრუნველყოფს, რომ მათი დახმარებით მსმენელი გაუმკლავდეს იდენტიფიცირებულ გამოწვევებს. • 5. შეჯამება: ◊ მსმენელის გეგმა: კვირაში ორჯერ ივარჯიშოს პრეზენტაციის წარდგენაში, დარეგისტრირდეს საჯარო საუბრის ტრენინგზე და მოიძიოს უკუკავშირი ყოველი პრეზენტაციის შემდეგ. ◊ ქოუჩის როლი: ეხმარება მსმენელს, შეიმუშაოს მკაფიო სამოქმედო გეგმა კონკრეტული ნაბიჯებისა და ვადების მითითებით, რათა მან შეძლოს საჯაროდ საუბრის უნარის გაუმჯობესება. TGROW-ის მოდელის გამოყენება გულისხმობს მსმენელის დახმარებას, გაიაროს ზემოაღნიშნული ეტაპები, განსაზღვროს ქოუჩინგის თემასთან დაკავშირებული მკაფიო მიზნები, შეისწავლოს ვარიანტები და შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა. 6. შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგის მოდელი: • სასურველი შედეგი: სასურველი შედეგის ან მიზნის განსაზღვრა. • არსებული რეალობა: არსებული სიტუაციის შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება. • ვარიანტების შესწავლა: პოტენციური ნაბიჯების ან გადაწყვეტის შემუშავება და შეფასება. • შესრულება: კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და პასუხისმგებლობის განსაზღვრა. შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგის მოდელის მიზანია კონკრეტული შედეგების ან მიზნების მიღწევა ქოუჩინგის მეშვეობით. ქვემოთ უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ მოდელს: შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგის მოდელი: 1. სასურველი შედეგი: • აღწერა: სასურველი შედეგის ან მიზნის განსაზღვრა. • განხორციელება: ◊ მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ კონკრეტული, სასურველი შედეგი, რომლის მიღწევასაც მსმენელი მიზნად ისახავს ქოუჩინგის მეშვეობით. ◊ დარწმუნდით, რომ შედეგი ისე იქნას ფორმულირებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი გაზომვა და შესრულება კონკრეტულ ვადებში. ◊ ქმედების მაგალითი: ჩაებით დისკუსიაში, რათა დაადგინოთ მსმენელისთვის სასურველი კონკრეტული შედეგი.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=