COSERE | 17 უილიამ ოუჩი - დამატებითი Z-თეორია. თეორია Z ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ უნდა დავეხმაროთ დასაქმებულებს გახდნენ ფართო პროფილის მუშაკები და არა უბრალოდ სპეციალისტები. თეორია პროფესიულ როტაციასა და მუდმივ გადამზადებას განიხილავს კომპანიისა და მისი პროცესების შესახებ დასაქმებულების ცოდნის გაუმჯობესების საშუალებად, რა დროსაც უმჯობესდება სხვადასხვა უნარი და იქმნება შესაძლებლობები. თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება სრულად განივითარონ კარიერა ერთ კომპანიაში. როდესაც თანამშრომლები მენეჯმენტის უფრო მაღალ საფეხურზე გადადიან, სავარაუდოდ, ისინიც ანალოგიურად იყენებენ თეორია Z-ს სხვა დასაქმებულების „აღზრდის“, გადამზადებისა და განვითარების მიზნებისთვის. თეორია Z-ში საუბარია ასევე კომპანიის კულტურის შესახებ: კომპანიის ფილოსოფია და კულტურა უნდა იქნას გაგებული და განსხეულებული ყველა თანამშრომლის მიერ, ასევე თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ რწმენა იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც ასრულებენ. ორგანიზაციასა და მენეჯმენტის გუნდს უნდა ჰქონდეთ ხელთ თანამშრომლების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები და პროგრამები. დასაქმება ჩვეულებრივ გრძელვადიანია, ხოლო დაწინაურება - სტაბილური და გაზომილი პროცესი. შედეგად ეს ყველაფერი უზრუნველყოფს გუნდის წევრების ერთგულებას. დასაქმებულები წახალისებულნი არიან და სავარაუდოდ, მონაწილეობასაც იღებენ ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იმის გამო, რომ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ გადაწყვეტილების მიღებისას და კარგად იცნობენ ორგანიზაციის ყველა ასპექტს, მათ მოეთხოვებათ იყვნენ ფართო პროფილის მუშაკები. თუმცა, მაინც არსებობს ვარაუდი, რომ თანამშრომლებს დაევალებათ გარკვეული კარიერული მოთხოვნების შესრულება და ა.შ.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=