18 | COSERE 2.3.3. ჯორჯ ელტონ მეიო – ადამიანური რესურსები. მეიო ადამიანური რესურსების (HR) მოძრაობის ფუძემდებლადაა აღიარებული. მეიოს ექსპერიმენტები თავდაპირველად ფოკუსირებული იყო ისეთი ფიზიკური პირობების ცვლილებაზე, როგორებიცაა განათება, გათბობა და შესვენების დრო, რათა შეეფასებინა და გაეზომა ამ ასპექტების ზეგავლენა თანამშრომელთა მოტივაციაზე. საკუთარი პროგნოზების საპირისპიროდ, მეიომ აღმოაჩინა, რომ ფიზიკურ ფაქტორებს მცირე გავლენა აქვს მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე. ნაცვლად ამისა, მან დაადგინა, რომ სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა პოზიტიური ურთიერთობები და მკაფიო კომუნიკაცია მენეჯერებსა და თანამშრომლებს შორის, საკვანძო როლს ასრულებს მოტივაციისა და პროდუქტიულობის დონის ამაღლებაში. მეიოს თეორიების თანახმად, გუნდის „ნორმები“ ყალიბდება იმის მიხედვით, თუ რამდენად უწყობს ხელს ეს ნორმები გუნდის პოზიტიურ ან ნეგატიურ ქცევას. ნორმები, როგორც წესი, აისახება თანამშრომელთა რეგულაციებში ან დასაქმების ადგილის წესდებაში, შეიძლება მოიცავდეს ოფიციალურ ან არაოფიციალურ წესებს. გუნდის ერთიანობა ნიშნავს, თუ რამდენად კარგად თანამშრომლობს გუნდი და განიმარტება როგორც გუნდის ზოგადი მეგობრულობა ან გუნდურობა. გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით, გთავაზობთ გუნდის ნორმების ოთხ კომბინაციას: დაბალი ნორმა და დაბალი ერთიანობა: გუნდი არაეფექტურია და უმნიშვნელო გავლენას ახდენს, რადგან არცერთ წევრს არ გააჩნია წარმატების მიღწევის მოტივაცია. დაბალი ნორმა და მაღალი ერთიანობა: გუნდს უარყოფითი გავლენა აქვს, რადგან გუნდის წევრები ნეგატიურ ქცევას ახალისებენ. ტიპურ სამუშაო ადგილზე ამის მაგალითია კოლექტივი, რომელშიც წევრები ერთმანეთზე ჭორაობენ და აქტიურად ილაშქრებენ მენეჯმენტის - მაღალი მეგობრულობის, თუმცა დაბალი სტრუქტურის მქონე გუნდის წინააღმდეგ. მაღალი ნორმა და დაბალი ერთიანობა: გუნდს ახასიათებს მინიმალური დადებითი გავლენა, ისიც გუნდის წევრების მიღწევების წყალობით. თანამშრომლები ვალდებულნი არიან, შეინარჩუნონ მაღალი პროფესიონალური სტანდარტი, თუმცა როგორც კოლექტივი, ერთად არ მუშაობენ. მაღალი ნორმები და მაღალი ერთიანობა: გუნდი ახდენს მნიშვნელოვან და დადებით გავლენას, იცავს მაღალ სტანდარტებს და ერთად მუშაობს კოლექტივის მიზნების მისაღწევად.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=