20 | COSERE 2.3.5. კლეიტონ პოლ ალდერფერი – ERG თეორია. ERG-ის თეორია, რომელიც მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით შემუშავდა, ამტკიცებს, რომ არსებობს ძირითადი მოთხოვნილებების სამი ჯგუფი: არსებობა (E), კავშირ-ურთიერთობები (R) და ზრდა/განვითარება (G). შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფები შეესატყვისება მასლოუს ფიზიოლოგიურ, სოციალურ და თვითრეალიზაციის მოთხოვნილებებს. არსებობის მოთხოვნილება გულისხმობს ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელ საბაზისო ფიზიკურ მოთხოვნებს (ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია: ჰაერი, საკვები, წყალი, თავშესაფარი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებები - ჯანმრთელობა, უსაფრთხო დასაქმება, საკუთრება). კავშირურთიერთობის მოთხოვნილება უკავშირდება ინტერპერსონალური ურთიერთობების შენარჩუნებას. ეს მოთხოვნილებები ეფუძნება სოციალურ ურთიერთქმედებებს (სიყვარულთან ან მიკუთვნებულობასთან დაკავშირებული მოთხოვნილებებია: მეგობრობა, ოჯახი, ინტიმური ურთიერთობა და პატივისცემასთან დაკავშირებული ან სხვა ადამიანებისგან პატივისცემის მიღების მოთხოვნილება). ზრდის/განვითარების მოთხოვნილება აღწერს პიროვნული განვითარების შინაგან სურვილს (თვითშეფასების მოთხოვნილება - თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და მიღწევებისა და თვითრეალიზაციის მოთხოვნილება - მორალი, კრეატიულობა, პრობლემების მოგვარება, აღმოჩენების გაკეთება). ალდერფერი ამტკიცებს, რომ როდესაც რომელიმე კატეგორიის მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული, ადამიანები აორმაგებენ ძალისხმევას ქვედა კატეგორიის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მისაღწევად. მაგალითად, თუ ადამიანს არ აქვს სათანადო თვითშეფასება, ის უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავს მოთხოვნილებების მონათესავე კატეგორიისკენ. https://courses.lumenlearning.com/wm-introductiontobusiness/chapter/alderfers-erg-theory/
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=